“მოგმართავ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში!”
საქართველოს ძალოსანთან ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
ჭინჭარაული, მეგობრებს და ნათესავებს თხოვნით მიმართავს, რომ გამძაფრებული ეპიდ სიტუაციის გამო, ძალოსანთა ნაკრებს თბილისის აეროპორტში არ დახვდნენ. მისი თქმით, ლაშა ტალახაძის აზრიც ასეთია.
“დღემშვიდობის, საქართველო.
მოგეხსენებათ დავასრულეთ ძალოსნებმა ოლიმპიადა და ვბრუნდებით დღეს საქართველოსკენ. ვხედავთ, ვგრძნობთ, ყველა თქვენთაგანის გვერდში დგომას და ქომაგობას. მივიღე უამრავიი მოლოცვა, რაზეც ლაშაც და მეც გიხდით უდიდეს მადლობას.
ახლა მთავარი!
ბევრი მეკითხება ჩამოსვლის დროს. ბევრმა გამოთქვა დახვედრის სურვილი. გპასუხობთ: ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდ სიტუაციის გამო, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში! ვიცი რომ გიხარიათ, ვიცი რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშას აზრიც ასეთია, სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ…
დღეს არ გვეწყინება! პირიქით! მოხარულები ვიქნებით თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას!
მადლობა გულშემატკივრობისათვის”, – წერს ჭინჭარაული.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი ლაშა ტალახაძე ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ანტონ პლესნოი – ბრინჯაოს.