მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
პირველ ივნისს “ვანდა მეტროპოლიტანომ” ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალურ დაპირისპირებას უმასპინძლა ლონდონის “ტოტენჰემსა” და მერსესაიდულ “ლივერპულს” შორის. მატჩი მოჰამედ სალაჰის გოლით გაიხსნა და “ლივერპულის” გამარჯვებით დასრულდა.
“ახლა ყველანი უზომოდ ბედნიერები ვართ. ბედნიერი ვარ ზედიზედ მეორე ფინალში რომ ვითამაშე. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ბოლომდე იბრძოლა და დაუჯერებელი შედეგიც მივიღეთ.
ჩემ კარიერას ძალიან ბევრი რამ შევწირე. ყველაფერი სოფლიდან დაიწყო, შემდეგ იყო კაირო და ვამაყობ, რომ როგორც ეგვიპტელმა ამ დონეს მივაღწიე,” – აცხადებს “ლივერპულის” ლიდერი, რომელმაც მატჩში ანგარიში მეორე წუთზე გახსნა.