მოჰამედს ბევრი გააქვს, მაგრამ იშვიათად ლაპარაკობს: ინტერვიუ 40 გოლის შემდეგ
“რომადან” მერსესაიდის “ლივერპულში” გადსავლა მოჰამედ სალაჰის კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა შეფასდეს. “ენფილდზე” მან უამრავი რეკორდის დამხობა შეძლო და შეჩერებას არც ახლა აპირებს.
როგორც წესი, მოჰამედ სალაჰი მატჩის შემდეგ არასოდეს ჩერდება კომენტარის გასაკეთებლად, თუმცა ერთხელ პირობა დადო, რომ თუ ორმოც გოლს გაიტანდა, ჟურნალისტებთან ვრცელ ინტერვიუს ჩაწერდა.
– მო, რას ნიშნავს შენთვის ერთ სეზონში 40 გოლის გატანა?
– “რა თმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვცდილობ ყოველ მატჩში გავიტანო და გუნდს ასე დავეხმარო. მთავარი გამარჯვება და ქულების დაგროვებაა. გვინდა გუნდურად ვითამაშოთ. ჩემი ყოველი გოლი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – გუნდის დახამრებას.”
– 40 გოლი “ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაიტანე, ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი კი 47 გოლია…
– “დიდებული გრძნობაა, როდესაც ასეთ რეკორდს ამყარებ.რაც შეეხება იან რაშის რეკორდს, ძალიან ახლოს ვარ, სულ რაღაც 7 გოლი მაშორებს. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. არ ვიცი რამდენი თამაში გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ კიდევ ბევრჯერ გავიტანო და გუნდს დავეხმარო.”
– ახლა უფრო ხშირად ითხოვ პასს თანაგუნდელებისგან?
– “დიახ! მაგრამ პასს ისედაც მაძლევდნენ. იცით, ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ხვდები, რომ მათ შენი მხარდაჭერა სურთ, უნდათ მეტი გოლის გატანაში დაგეხმარონ. ნამდვილად კარგი გრძნობაა.”
– ჩემპიონთა ლიგასა და პირად ჯილდოებს შორის არჩევანის გაკეთება რომ გიწევდეს, რომელს აირჩევდი?
– “ჩემპიონთა ლიგის მოგებას! არც კი დავფიქრდებოდი. ჩემპიონთა ლიგის მოგება არის … ვაუ (ხელებს ზემოთ აღმართავს) ჩემპიონთა ლიგის მოგება თითოეული ჩვენგანის ოცნებაა, დანარჩენი არ მაინტერესებს.”