მოიესი არასატეს ნაცვლად?
“რეალ სოსიედადის” პრეზიდენტი ჰოუკინ აპერიბაი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” ყოფილ მწვრთნელთან დევიდ მოიესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
აპერიბაი ლონდონში ხუთშაბათს ჩავიდა და 51 წლის შოტლანდიელს პირადად შეხვდა. მოიესი “სოსიედადის” მწვრთნელის იაგობი არასატეს შემცვლელად მოსაზრება, რომლის “წყალობითაც” სან სებასტიანის გუნდი ევროპის ლიგას გამოეთიშა. ამჟამად კი ლა ლიგაში “რეალ სოსიედადი” 17–ე ადგილს იკავებს.
ამ ტურში “სოსიედადი” “მალაგას” უპირისპირდებდა. თუ გუნდი ამ მატჩშიც დამარცხდება, არასატეს წასვლა გარდაუვალია.
AS–ის ცნობით “სოსიედადმა” პირველი შეთავაზება უარყო. მოიესი ასევე ვალტერ მაცარის შემცვლელადაც განიხილება.
მოიესი გარდა ესპანური კლუბის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად ასევე მოიაზრებიან: ტომას ტუხელი, პეპე მელი და ხუანდე პამოსი