მოიესი: “დარწმუნებული ვარ, ბრიტანელი მენეჯერები ტოპ-კლუბებს გაწვრთნიან”
“იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელი, შოტლანდიელი დევიდ მოიესი დარწმუნებულია, რომ ის არ არის ბოლო ბრიტანელი მწვრთნელი, რომელიც წვრთნიდა ტოპ-კლუბს.
“იმისათვის, რომ გაწვრთნა უდიდესი კლუბი, საჭიროა დიდი გამოცდილება. ბრიტანელ მწვრთნელებს ძალიან დიდი გზის გავლა გვჭირდება, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ, ტოპ კლუბი გავწვრთნათ და ჩვენი სახელი საზღვრებს გარეთ გავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვიქნები უკანასკნელი მწვრთნელი ვისაც დიდ კლუბში უმუშავია.”
“ამჟამად ბრიტანელი მწვრთნელებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდან როჯერსია, რომელმაც ლივერპულს ძველი დიდება დაუბრუნა, ასევე გამოვარჩევდი ტონი პულისსაც, რომელმაც ყველას თავისი ძლიერი ხასიათი და პროფესიონალიზმი უჩვენა.”-განაცხადა მოიესმა
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/