მოიესი: “განსხვავება ჩემსა და სულშერს შორის? მას დრო მისცეს”
“ვესტ ჰემ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა საკუთარი თავი “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაც ულე გუნარ სულშერს შეადარა. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელმა სპეციალისტმა “წითელი ეშმაკები” 2013 წელს ჩაიბარა და გუნდს არასრული ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელა.
“ჩემთვის “მანჩესტერ იუნაიტედი” შესანიშნავი გუნდია, ფანტასტიური ადგილია და მსოფლიოს ყველაზე დიადი კლუბია. “ოლდ ტრაფორდი” განსაკუთრებული ადგილია და იქ დაბრუნებას მოუთმენლად ველი.
ულეს “მანჩესტერ იუნაიტედში” მძიმე სტარტი ჰქონდა. განსხვავება ჩემსა და მას შორის ის არის, რომ სულშერს დრო მისცეს. მას აკადემიიდან ფეხბურთელები მოჰყავს, რისი მომხრეც ყოველთვის იყო კლუბის ხელმძღვანელობა. ახლა მათ განკარგულებაში რამდენიმე კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა”, – ციტირებს მოიესის კომენტარს Goal-ი.
მოიესის “ვესტ ჰემი” სულშერის “მანჩესტერ იუნაიტედს” ოთხშაბათს ეწვევა. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.