მოიესი კოკეს “უტევს”
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი დევიდ მოიესი სერიოზულადაა დაინტერესებული მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველ კოკეთი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელს ვერ ელევა, მოიესს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი 21 წლის ფეხბურთელით გუნდის გაძლიერება. მოიესი დეკემბერში შემჩნეულ იქნა „ატლეტიკო“-„პორტოს“ თამაშზეც.
ბოლოს იმასაც დავძენთ, რომ კოკეთი ორი გრანდი „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ არიან დაინტერესებულები.