მოიესი კვლავ ყურადღების ცენტრშია

თარიღი: დეკემბერი 5, 2013

მოიესის მარცხი თავის ყოფილ კლუბთან, სუარესი პოკერი და მეთოთხმეტე ტურის სხვა ამბები ჩვენს მიმოხილვაში. 

მოიესი “ევერტონის” წინააღმდეგ

ტურის ცენტრალურ დაპირისპირების შემდეგ ბრიტანელი ჟურნალისტების მთავარი სამიზე კვლავ დევიდ მოიესი გახდა, რითაც ანდე ვილაშ-ბოაშს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. “ევერტონის” ფეხბურთელებმა “მანჩესტერთან” ქულათა სხვაობაც გაზარდეს და “იუნაიტედი” ცხრილის შუაში გაუშვეს.

პირველ ტაიმში რუნის სამი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჯერ ჰოვარდმა ითამაშა კარგად, შემდეგ “ევერტონის” კიპერს ძელი დაეხმარა. სტუმრების შემადგენლობაში მირალიასი და ლუკაკუ გამოირჩეოდნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში მოიესმა ცვლილებებს მიმართა, მაგრამ თამაშში ჩართულმა კაგაცამ და იანუზიმ განსაკუთრებული ვერაფერი ვერ შექმეს. მიუხედავად ამისა, მანჩესტერელებს მაინც ქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა. ევრას დარტყმული ჰოვარდმა კი მოიგერია, მაგრამ ხელებში ვერ შეიმაგრა. დამატებაზე უელბეკი თამაშობდა, რომლის დარტყმულიც ხარიხას მოხვდა. სტუმრები კი მოთმინებით ელოდნენ საკუთარ შანსს და 86′ წუთზე მათი დროც მოვიდა. ლუკაკუს გადაცემას ოვიედო გამოეხმაურა და “ევერტონს” ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.

სუარესის პოკერი

გასული ტური წარამტებას ლივერპულის მეორე გუნდმაც მიაღწია. “წითლევმა” “ჰალთან” სენსაციურად განცდილი მარცხის შემდეგ, ჯავრი “ნორვიჩზე” იყარეს. როგორც ჩანს, “ჰალთან” მარცხით ყველაზე მეტად სუარესი იყო გაღიზიანებული. ურუგვაელმა “ნორვიჩს” 4 გოლი გაუტანა. შეხვედრა კი მერსისაიდელების გამარჯვებით, 5-1 დასრულდა. სუარესის გარდა ერთი გოლის გატანა სტერლინგმაც მოახერხა.

ჩემპიონთა ლიგის ზონას კვლავ მიახლოვდა “ტოტენჰემი”. ვილაშ-ბოაშს დროებით მაინც მიეცა მშვიდად მუშაობის საშუალება. მაგრამ, ნერვიულობის გარეშე გუშინდელ შეხვედრას არ ჩაუვლია. “ტოტენჰემი” თანაქალაქელ “ფულემს” ხვდებოდა და ბოლო წუთებზე მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

“არსენალმა” დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა “ჰალ სიტისთან” და ერთპიროვნული ლიდერობაც შეინარჩუნა. “მეთოფეების” მთავარი კონკურენტი, ლონდონის “ჩელსი”, აუტსაიდერ “სანდერლენდს” სტუმრობდა და გვარიანადაც ინერვიულა. მოურინიოს შეგირდებმა ოთხი გოლის გატანა მოახერხეს, საკუთარ კარში კი სამი მიიღეს. “სანდერლენდის” დონის გუნდთან ეს არც თუ ისე კარგი შედეგია.

 

04/12/13

00:00 “კრისტალ პელასი” 1-0 “ვესტ ჰემი”

გოლი: შამახი 42′

23:45  “არსენალი” 2-0 “ჰალ სიტი”

გოლები: ბენდტნერი 2′ (1:0), ოზილი 47′ (2:0).

23:45 “ლივერპული” 5-1 “ნორვიჩი”

გოლები: სუარესი 15′, 29′, 35′, 74′, (4:0), ჯონსონი 83′ (4:1), სტერლინგი 88′ (5:1).

23:45 “მანჩესტერ იუნაიტედი” 0-1 “ევერტონი”

გოლი: ოვიედო 86′

23:45 “საუთჰემპტონი” 2-3 “ასტონ ვილა”

აგბონლაჰორი 15′ (0:1), როდრიგესი 48′ (1:1), კოზაკი 64′ (1:2), ოსვალდო 69′ (2:2), დელფი 80′ (2:3).

23:45 “სტოუკ სიტი” 0-0 “კარდიფი”

23:45 “სანდერლენდი” 3-4 “ჩელსი” 

გოლები: ალტიდორი 14′ (1:0), ლამპარდი 17′ (1:1), აზარი 36′ (1:2), ო’ში 50′ (2:2), აზარი 62′ (2:3), ბარდსლი (ს.კ.) 82′ (2:4), ბარდსლი 86′ (3:4).

23:45 “სუონსი” 3-0 “ნიუკასლი”

გოლები: დაიერი 45′, დებიუში (ს.კ.) 67′, შელვი 82′

05/12/13

00:00 “ვესტ ბრომვიჩი” 2-3 “მანჩესტერ სიტი”

გოლები: აგუერი 9′ (0:1), ტურე 24′ (0:2), ტურე 74′ პენ’ (0:3), პანტილიმონი 85′ (1:3), ანიჩებე 90+4′ (2:3).

00:00 “ფულემი” 1-2 “ტოტენჰემი” 

გოლები: დეჟაგა 56′ (1:0), კირიკეში 73′ (1:1), ჰოლტბი 82′ (1:2).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოყვა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო, რომელიც საკუთარი ავტომობილით საწვრთნელი ბაზისკენ მიემართებოდა, ავტოავარიაში მოყვა. “მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

“ლივერპულის” მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. არნოლდი პირველი მცველი გახდა პრემიერ ლიგის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლეკსანდრ ზინჩენკო პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

14 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პორტუგალია 2:1 დაამარცხა და ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი&

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰიუპია: “ჰენდერსონი კაპიტნის სამკლავურს ატარებს, თუმცა ნამდვილი ლიდერი ვან დაიკია

“ლივერპულის” ყოფილი მცველი, სამი ჰიუპია, თვლის, რომ გუნდის ამჟამინდელი ლიდერი ვირჯილ ვან დაიკია. შეგახსენებთ, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექჰემს მბაპეს აგენტობა სურს

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა ლონდონში ახალი კომპანია ‘Footwork Management’ დაარსა. კომპანიის ერთ-ერთი საქმიანობა ტრანსფერებზე ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატივისცემა – უკრაინელი და ლიეტუველი ფანები მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა ხარკოვში ლიეტუვას უმასპინძლა და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დერ სარი “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობით ინტერესდება

ამსტერდამის “აიაქსის” გენერალური დირექტორი, ედვინ ვან დერ სარი, არ უარყოფს, რომ მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სტივენ ჯერარდი და მისი შვილი “აიბროქსზე” (ვიდეო)

12 ოქტომბერს, შოტლანდიაში, “აიბროქსზე” “რეინჯერსისა” და “ლივერპულის” ლეგენდებს შორის მატჩი გაიმართა. მატჩის დასრულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო არენას” უყვარს ლევან შენგელია – შენგელიას დებიუტი ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრებში თურქული “კონიასფორის” შემტევის, ლევან შენგელიას დებიუტი შედგა. შენგელიამ 73-ე წუთზე გიორგი ქვილითაია [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლამ დაასახელა “მანჩესტერ სიტის” ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც არასოდ

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი, ფილ ფოდენი კიდევ ერთხელ შეაქო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა უნგრეთს 4 გოლი გაუტანა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში უნგრეთის ნაკრებს ესტუმრა და 2-4 მოუგო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანმა “ლივერპულს” გაზეთში გულწრფელი წერილი

იურგენ კლოპმა “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის ტახტი 2015 წლის ოქტომბერში დაიკავა და მაშინ ყველას ეპარებოდა ეჭვი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეშამი: “ლორისი წელს ვეღარ ითამაშებს”

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” კიპერმა უგო ლორისმა ინგლისის პრემიერლიგის VIII ტურში “ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონის” წინააღმდეგ გამართულ [&he...
წაკითხვა