მოიესი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ტიტულისათვის იბრძოლებს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი აცხადებს, რომ მისი გუნდი ინგლისის პრემიერ ლიგის მოგებისათვის იბრძოლებს.
26 დეკემბერს, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ჰალ სიტის” ესტუმრა. თავდაპირველად, მოიესის შეგირდები ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა მათ მატჩის შემოტრიალება მაინც მოახერხეს და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.
“სასიხარულოა, რომ მატჩის ბედის შემოტრიალება შევძელით. ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა, ამრიგად ჩვენ ტიტულის მოგებისათვის აუცილებლად ვიბრძოლებთ”, – ამბობს მოიესი.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, მანჩესტერელები პრემიერ ლიგის ცხრილში, 31 ქულით, მეშვიდე პოზიციას იკავებენ.