მიუხედავად იმისა, რომ პრიმერაში შოტლანდიელი სპეციალისტისთვის პირველი სეზონი ჯერ არ დასრულებულია, უცხოური პრესა აქტიურად წერს მოიესის ინგლისში დაბრუნების შესახებ, სადაც მის მიმართ ინტერესს ლონდონის “ვესტ ჰემი” იჩენს.

თავად 52 წის სპეციალისტმა კი განაცხადა, რომ ნისლიან ალბიონზე დაბრუნებაზე არ ფიქრობს.

“დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ “სოსიედადში” დავრცები. ჩემს მომავალს სწორედ ამ კლუბს ვუკავშირებ და არაფერი არ შეიცვლება” – განაცხადა მოიესმა პრესკონფერენციაზე.