მოიესი: „ვგრძნობ, რომ ახალგაზრდა ვარ და საუკეთესო წლები წინ მელის“
„ევერტონისა“ და „მანჩესტერ იუნატედის“ ექს-თავკაცი დევიდ მოიესი მუშაობის გასანახლებლად მზადაა.
„სამუშაოს დასაწყებად მზად ვარ. არანაირი ვადა არ მაქვს. თავისუფალი დროით ვტკბები, თუმცა მე საფეხბურთო ადამიანი ვარ. ვგრძნობ, რომ საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ მელის და მე კვლავ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ. სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს.
ვფიქრობ, ახლა უფრო მზად ვარ, ვიდრე მაშინ, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ მივედი. თუმცა, ამ სამუშაოს იმიტომ დავთანხმდი, რომ ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა.
საზღვარგარეთ მუშაობას ნორმალურად ვუყურებ. შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, მწვრნელთა და ფეხბურთელა საზღვარგარეთ წასვლის მომხრე ყოველთვის ვიყავი“, – განაცხადა მოიესმა.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ მოიესთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი „ინტერის“ ხელმძღვანელებს აქვთ.