მოიესის ბოლოსიტყვაობა

თარიღი: აპრილი 23, 2014

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა სერ ალექს ფერგიუსონს, კლუბის ხელმძღვანელობასა და „წითელი ეშმაკების“ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

სამშაბათს კლუბის ხელმძღვანელობამ შოტლანდიელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

გასულ უქმეებზე „წითელი ეშმაკები“ მოიესის ყოფილ კლუბ „ევერტონთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ, რითაც „იუნაიტედმა“ სეზონის დასრულება ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა „გაინაღდა“. ასეთი რამ უკანასკნელი 19 წლის მანძილზე პირველად ხდება. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „მანჩესტერ იუნაიტედს“ 57 ქულით სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიცია აქვს დაკავებული.

„ვთვლი, რომ მწვრთნელი მთელი კარიერის განმავლობაში სწავლობს. „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული დრო ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა. სერ ალექს ფერგიუსონის მადლიერი ვარ. მან შანსი მომცა და დიად კლუბში მიმიწვია.

ვამაყობ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიყვანე. ვამაყობ, რომ ამ დიდებული კლუბის ნაწილი ვიყავი. ხანგრძლივი პროგრესისა და სტაბილურობის შემდეგ ახალი კლუბის ჩაბარება დიდი გამოწვევაა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობა განსაკუთრებული პოზიციაა, თუმცა მძიმე სამუშაოსი არ მეშინოდა. ეს ჩემს სამწვრთნელო შტაბსაც ეხება. ჩემი მწვრთნელების მადლიერი ვარ მთელი სეზონის განმავლობაში გამოვლენილი ერთგულებისა და ნდობისთვის. ჩვენ ფუნდამენტურ გარდაქმნაზე ვიყავით ორიენტირებულნი, ეს აუცილებელი იყო ძირითადი შემადგენლობისთვის. ამ რთულ პერიოდში ისეთ თამაშებს ვერ ვაჩვენებდით, როგორსაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკვრები იყვნენ მიჩვეულნი. მე მესმის მათი იმედგაცრუების.

ამ მოკლე პერიოდში გავაცნობიერე, როგორი განსაკუთრებული ადგილია „ოლდ ტრაფორდი“, ასევე კარინგტონში არსებული ბაზა. მადლობას ვუხდი ქომაგებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ მთელი სეზონის განმავლობაში. კლუბს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ „წითელ ეშმაკებს“ ინგლისის ჩემპიონატის დამდეგ მატჩში კლუბის ვეტერანი ფეხბურთელი რაიან გიგზი უხელმძღვანელებს.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

შესაძლოა, ჯეკ უილშირი “არსენალის” მწვრთნელი გახდეს

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი ჯეკ უილშირი “მეთოფეთა” რიგებში შესაძლოა მწვრთნელად დასაქმდეს. Evening Standard-ის ცნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ატარებს დასვენების დღეებს კრიშტიანო რონალდუ (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ დასვენების დღეებს იბიცაზე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებს. პორტუგალიელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუნიმ “დერბი ქაუნთის” თავკაცის პოსტი დატოვა

უეინ რუნიმ “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. “ზაფხულში ყურადღებით ვაკვირდებოდი კლუბში განვითარებულ მოვლენებს. დღეს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკაკუ და “ინტერი”: შეთანხმება მიღწეულია

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მილანის “ინტერში” ბრუნდება. “სქაი იტალია” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჯიქია სამედიცინო შემოწმებაზე “ვოლგით” მივიდა

გიორგი ჯიქია მოსკოვის “სპარტაკის” სამედიცინო შემოწმებაზე “ვოლგით” მივიდა....
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” ლუკაკუს მომდევნო კვირაში წარადგენს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ მილანის “ინტერი” რომელუ ლუკაკუს მომდევნო კვირაში წარადგენს. წყაროს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნში” სადიო მანეს ტრანსფერს ადასტურებენ

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ “ლივერპულის” თავდამსხმელი სადიო მანე კარიერას ბა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რომას” რონალდუს დამატება სურს

იტალიური “ლა რეპუბლიკას” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ამ ზაფხულს შესაძლოა გუნდი დატოვოს. წყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა ახალი საკლუბო ტურნირის შექმნაზე მუშაობს

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობა ახალი ტურნირის შესაქმნელად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ფრანგული გამოცემა L’Équipe-ი წე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ნემანია მატიჩი “რომაში” გადავიდა

სერბი ფეხბურთელი ნემანია მატიჩი “რომაში” გადავიდა. ის იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ობი მიკელი ლუკაკუზე: “პრემიერლიგა ძალიან ძლიერია, იტალიაში თამაში კი 40 წლამდე შეიძლ

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი თვლის, რომ ინგლისის პრემიერლიგა სიძლიერით იტალიის სერია A-ს ბევრად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხუთი ცვლილების წესი მუდმივი გახდა

ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭომ მატჩში ხუთი ცვლილების წესი სამუდამოდ დაწესდა. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს კორონავირუსული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლ პოგბა “იუვეში” ბრუნდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა, დიდი ალბათობით, ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდება. “ლა გაძეტა დელო სპორტის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან პერსიმ ყველაზე საფეხბურთო ქვეყანა დაასახელა

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების, ლონდონის “არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა ინგლისური საფეხბურთო ატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლამ ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენი დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენი დაასახელად. მისი აზრით, ეს […]...
წაკითხვა