მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

თარიღი: აპრილი 29, 2023

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად.

“კვარაცხელიას აღმოჩენას ვერ ვუწოდებ, რადგან მის შესახებ ინფორმაცია ევროპულ კლუბებს ჯერ კიდევ “რუბინში” ყოფნისას ჰქონდათ. უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურად შეუძლია. ორ მცველს ჩამოიშორებს და მესამე აუცილებლად გააჩერებს. მას სივრცეები ოსიმენის წყალობით უთავისუფლდება. თუ ლაურენტისი სარფიან წინადადებს მიიღებს ხვიჩასა და ოსიმენის სანაცვლოდ, ვფიქრობ, უნდა გაყიდოს” – განაცხადა ლუჩანომ.

არაა გამორიცხული, მოჯი “ნაპოლის” თამაშების დროს მხოლოდ მარჯვენა ფლანს უყურებდეს.



მსგავსი სიახლეები