მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების 1 ოქრო და 2 ბრინჯაო ევროპირველობიდან (ვიდეო)
30 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. 20-29 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წარმატებით გამოვიდა და 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემიონი გახდა სახილ ალახვერდოვი (49 კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – ოთარ ნავერიანმა და (60კგ) ბადრი ხუციშვილმა (64 კგ). აღსანიშნავია, რომ კრივის ფედერაციას წარმატებული სეზონი გამოუვიდა – ქართველმა მოკრივეებმა მედლები მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატებზე.
20-29 ოქტომბერ. ანტალია. ევროპის ჩემპიონატი.
სახილ ალახვერდოვი (49 კგ) – ოქრო
ოთარ ნავერიანი (60 კგ) – ბრინჯაო
ბადრი ხუციშვილი (64 კგ) – ბრინჯაო
მსოფლიოს ჩემპიონატი (დიდები)
ოთარ ერანოსიანი (60 კგ) – ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონატი – 22-წლამდელები
ესკერხან მადიევი (69 კგ) – ოქრო
ლაშა გურული (64 კგ) – ვერცხლი
ევროპის ჩემპიონატი – ჭაბუკები
ლუკა კუბლაშვილი (46 კგ) – ვერცხლი
ბაკურ ჩიქოვანი (57 კგ) – ვერცხლი
მამუკა აბულაძე (52 კგ) – ბრინჯაო
სამინისტროს პრესსამსახური