მოლოდინი

თარიღი: იანვარი 31, 2014

“საქართველოში დიდი რაგბი ბრუნდება” იტყვიან სპორტული გამოცემები და მოგვიყვებიან, რომ საქართველოს ნაკრები ხვალ 1 თებერვალს 2014 წლის პირველ შეხვედრას გამართავს და “ერთა თასის” ფარგლებში მისი მეტოქე ბელგიის ეროვნული გუნდი იქნება. იმასაც შეგვახსენებენ, რომ შარშან, სოწრედ ამ გუნდთან იყო კინაღამ ცხვირი რომ წავიმტვრიეთ და სუმრად უმძიმესი გამარჯვება მოვიპოვეთ. იქვე იმასაც დასძენენ, რომ “ხვალ იოლი გასეირნება არ გველის, მით უმეტეს, რომ ამინდი ჩვენი თამაშის გაჩაღების საშუალებას არ მოგვცემს” და ა.შ.

ეს ყველაფერი კი რაგბის გულშემატკივრებს აი რაზე ჩაგვაფიქრებს: რას ველოდოთ ახალ სეზონში? თქვენი არ ვიცი და მე, უკეთ რომ დავალაგო თავში მოფარფატე აზრები, გადავწვიტე პატარა სია ჩმოვაყალიბო, თუ რას ველი და რას არ ველი დამდეგ სეზონში. გარეთ ისეთი ყინვაა, უკეთესს მაინც ვერაფერს მოვიფიქრებ.

ველი, რომ:

1. ბელგიის ნაკრები საქართველოს მხოლოდ პირველ ნახევარში გაუძალიანდება (მაგდენიც თუ გაქაჩა), შემდეგ კი ვერაფერს გააწყობს და საკმაოდ სოლიდურად დამარცხდება.

იმ “უცნაურ” შეხვედრას ბელგიაში უფრო ქართულ არაკონცენტრირებულობას მივაწერ, ვიდრე მასპინძლეთა მაღალ კლასს. როგორც ჩანს შარშან ჩვენები “ვენი, ვიდი, ვიცი”-ს პრონციპით ჩავიდნენ ევროპაში და საკადრისი პასუხიც მიიღეს. ხვალ ეს აღარ მოხდება.

2. სამოასთან გამარჯვებით ფრთაშესხმულებს, არა მგონია ესპანეთი-პორტუგალიის დამარცხება გაგვიჭრდეს.

მერე რა რომ გასვლაა. ის კოზირები რაც მათ ოდესღაც ჩვენ წინააღმდეგ ჰქონდათ უკვე აღარაა მოქმედი და ეს ყბადაღებული ხაზზე გაშლა უკვე ჩვენც შეგვიძლია, ავად თუ კარგად.

3. რუსეთის ჩამოსვლა, როგორც ყოველთვის აურ-ზარუს მოიტანს და სტადიონზე ჩვეულებრივი გულშემატკივრების გარდა, ურა და ვაიპატრიოტებიც წავლენ, მჩაგვრელის ჩაგვრის სანახავად.

კვლავ იქნება შიში, რომ წავაგებთ და, როცა ასე არ მოხდება აღინიშნება, რომ “ბორჯღალოსნებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს”. უკვე ყელში ამოვიდა ეს ერთი და იგივე!!!

4. რუმინეთთან მათჩი იქნება ყველაზე დაძაბული და საინტერესო.

ისეთი, გურმანი რომ ისიამოვნებს. საბედნიეროდ რუმინეთს ჩვენი დაპყრობა არასოდეს უცდია, ამიტომ მთელი კონცენტრაცია სათამაშო ნიუანსებზე იქნება გადატანილი და გამოჩნდება რამდენად ვახერხებთ ჩვენი შესაძლებლობების რეალიზებას. მგონი მოვიგებთ.

5. კვლავ გვექნება პრობლემები, მაღალ ბურთებზე ორთაბრძოლისას,

თუმცა არა მგონია ამისთვის მკაცრად დავისაჯოთ – ამ მხრივ არც ჩვენი საერთათასო ოპონენტები ბრწყინავენ. თუ არ ჩავთვლით, რუმინეთს, რომელიც ამაში ნამდვილად გვჯობია, თუმცა არა მგონია ეს გადამწყვეტი იყოს. ეს ხარვეზი ალბათ მერე იჩენს თავს, შემოდგომაზე, როცა  (როგორც გვპირდებიან) “ბობოლებს დავუპირისპირდებით”.

არ ველი, რომ

1. თბილისის თასს წელს მაინც მოვიგებთ.

საფრანგეთში მაგ დროს პლეი ოფი გაჩღდება, ჩვენი ნაკრების წამყავნი მორაგბეები კი მისი მონაწილენი იქნებიან, ამიტომ თამაში კვლავ გადახალისებული შემადგენლობით მოგვიწევს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სტუმრებს მოვერიოთ.

2. ნაკრებში ახალბედა გამოჩნდება გაიბრწყინებს და ძირითადში ადგილს დაიმკვიდრებს.

არ მგონია, რომ შარიქაძის სცენარი წელსაც განმეორდეს. ამის თქმის საშუალებას ერთა თასზე დასახელებული შემადგენლობაც მაძლევს: ჰეიგმა ზუსტად ის ხალხი გამოიძხა, ვისაც სულ იძახებს ხოლმე. როგორც ჩანს თვლის, რომ ექსპერიმენტების დრო არაა. ალბათ ნოემბრის ტესტებზეც ასე ჩათვლის.

3. ტელეკერანებზე გამოჩნდება ახალი, პრინციპულად განსხვავებული სარეკლამო რგოლი, რომელიც შიგ ჯიგარში გაარტყამს.

შემოქმედებითი მიდგომა, იუმორი, გულშემატკივრის “აგდება”, გაღიზიანება, მოლოდინის გაჩენა, დაინტრიგება: ასეთი რაღაცეები, წელსაც უცხო იქნება რაგბის სარეკლამო კამპანიისთვის. შეირჩევა რამდენიმე “მაგარი” კადრი განვლილი მატჩებიდან, დაედება ენერგიული მუსიკა და “კომერციულად მომგებიანი” ხმა სტადიონზე დაგვპატიჟებს “დიდი ჯახის” საყურებლად. მარაზმი!

4. გულშემატკივარი კორექტული გახდება. აღარ შეიგინება, ჰიმნის და საბრძოლო ცეკვის დროს აღარ დაუსტვენს, მხოლოდ რუსეთთან მატჩზე არ გაავსებს ტრიბუნას.

შეიძლება ამ მხრივ იყოს კიდეც რაღაც პოზიტიური ცვლილება და 10-ის ნაცვლად რვამ დაუსტვინოს (და ეს უკვე კარგი იქნება), მაგრამ ჯერ კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს გაწითლება თანამემამულეთა არაადექვატური საქციელის გამო.

5. და ბოლოს. ჩემი მოლოდინები გამართლდება.

რა აზრი აქვს რამეს მოლოდინს, თუკი იცი, რომ აუცილებლად ახდება. ამ ყინვიან საღამოს რაგბიზე ფიქრს ვერაფერი ვამჯობინე და ამიტომაც რაც გულში და თავში მქონდა აქ გადმოვალაგე. დანარჩენი მოედანზე გაირკვევა.

ნიკა ჩალათშვილი

 

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რუსმა ძალოსანმა ტურნირზე ორივე ფეხი ერთად მოიტეხა (ვიდეო)

რუსეთში, ერთ-ერთ ტურნირზე, ძალოსანმა ალეკსანდრ სედიხმა 400 კილოგრამით ჩაჯდომის გაკეთება სცადა, თუმცა მისი მცდელობა ფატალურად […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დოდსონი – დვალიშვილი (აწონვები)

იხილეთ ვიდეო DODSON vs DVALISHVILI! #UFC252 is live TOMORROW on @espn+ PPV pic.twitter.com/SQ3MvT6Tt4 — danawhite […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ბაშო გამარჯვებით დაასრულა (ვიდეო)

XV დღე, კოტოშოჰო – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 10-5 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა (ვიდეო)

მე-14 დღე ტოჩინოშინი – ჰოკუტოფუჯი ტოჩინოშინის ბალანსი: 9-5 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ჩიომარუ დაამარცხა (ვიდეო)

ივლისის ბაშო, მე-13 დღე ჩიომარუ – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო 大相撲七月場所 十三日目 幕内栃ノ心 勝越し pic.twitter.com/IsqzuMQ3IG — ZEAL […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მათ მითხრეს, რომ ბრძოლის შემდეგ დამელაპარაკებოდნენ” – დოლიძე იბრაგიმოვი

რომან დოლიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარი ოფიციალური გვერდის საშუალებით გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. როგორც იცით, ქართველმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ივლისის ბაშოზე (ვიდეო)

შოჰოძანი – ტოჩინოშინი ივლისის ბაშო, XII დღე იხილეთ ვიდეო July 2020 – Day 12 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება ივლისის ბაშოზე (ვიდეო)

ივლისის ბაშო, IX დღე იშიურა – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო July 2020 – Day 9 – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რას ფიქრობ, სერხიო?” – მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში რამოსს მიმართა (ვიდე

ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელ Instagram-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ ის ფეხბურთს თამაშობს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დევიდ ბექჰემმა ხაბიბ ნურმაგომედოვი გაამხნევა (ფოტო)

UFC-ის ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში ამ ამბავთან დაკავშირებით პირველი [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჯოკოვიჩის ბაბუა კრიტიკაზე: “ნოვაკი სერბია, ნადალსა და ფედერერს აღიზიანებს”

მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, კრიტიკისგან ბაბუამ დაიცვა. შეგახსენებთ, რომ სერბმა ფეხბურთელმა ხორვატიაში ტურნირი გამართა, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იბრაგიმოვი: “სპორტიდან მივდივარ! არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო”

UFC-ის მებრძოლმა, ხადის იბრაგიმოვმა რომან დოლიძესთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი პოსტი გამოაქვეყნა. დაღესტნური წარმოშობის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: როცა ხადის იბრაგიმოვი ჩემკენ წამოიწია, ვუთხარი…

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ განაცხადა, რომ ჩხუბამდე, ის ხადის იბრაგიმოვს სასტუმროში რამდენჯერმე შეხვდა, მათ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ეწევა – ეს თამბაქო არ არის

UFC-ის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ ატარებს დროს ოქტაგონიდან წასვლის […]...
წაკითხვა