მომავალ უქმეებზე ბათუმში ქვიშაზე ბურთაობა გაჩაღდება
25-26 ივლისს ბათუმის ქვიშის რაგბის მოედანი ქვიშის რაგბის 2-დღიან ტრადიციულ ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას 10 სამოყვარულო გუნდი მიიღებს, მათ შორის იქნება ბრიტანელ მორაგბეთა გუნდი – “ბრიტანელი ბულდოგები”.
ბათუმის ტურნირი საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის, საქართველოს რაგბის კავშირის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ფესტივალთან დაკავშირებით, 22 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ქვიშის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა – ზურაბ დუგლაძემ, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე – შალვა გოგოლაძემ, ასევე “ბრიტანელი ბულდოგების” წარმომადგენლებმა – ენტონი ლინმა და სტუარდ გრინმა პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციის ფოტოები >>>
ქვიშის რაგბის ფესტივალი 25 ივნისს 15:00 საათზე დაიწყება, 16:00 საათზე დაგეგმილია ტურნირის გახსნის ცერემონიალი, 26 ივლისს კი ფინალები გაიმართება.
ბათუმი 2015-ის გუნდები
1) ბრიტანელი ბულდოგები
2) ქართველი ბულდოგები
3) მეკობრეები
4) პროკრედიტბანკი
5) ბანკი რესპუბლიკა
6) სპორტის სამინისტრო
7) ვითიბი
8) ლოკომოტივი
9) დევები
10) დევები ვიზარდსი
Rugby.GE