მომავლის 11 – ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხედვა 2026

თარიღი: ივლისი 18, 2018

18 ივლისს, სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 28-ე ყრილობა გაიმართა.

ყრილობის მთავარი თემა ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხედვის „მომავლის 11“-ის პრეზენტაცია იყო. სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას „მომავლის 11-ის“ სრულიად ახალი კონცეფცია წარუდგინა, რომლის მთავარი  მიზანი სტრატეგიული ნაბიჯებით ფეხბურთის განვითარება და 2026 წლისთვის მომავლის ნაკრების შექმნაა.

აღნიშნულის მისაღწევად ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარებისთვის საუკეთესო თერთმეტეული წარმოადგინა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

მოთამაშეები არიან: მოხალისეები, მსაჯები, სახელმწიფო მასობრივი ფეხბურთი, მწვრთნელები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ეროვნული ლიგა, მედია, ბიზნეს-სექტორი, გულშემატკივრები და ბავშვთა ფეხბურთი.

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს – http://f11.ge/

„დღევანდელ კონგრესზე საზოგადოებას ფეხბურთის ფედერაციის ხედვა წარვუდგინეთ, რომელიც იმ მთავარ პრინციპს ეფუძნება, რაც, წარმატების განსაზღვრელია – ეს არის გუნდურობა. ერთობლივი მუშაობა, მაქსიმალური ჩართულობა ერთიანი ძლიერი საუკეთესო თერთმეტეული მომავლის 11-სათვის – სწორედ ესაა ჩვენი გეგმა, ეს არის თითოეული ადამიანი, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ეს ხართ თქვენ ! ამ გუნდში უნდა იპოვოთ თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი თავი., თუკი ქართული ფეხბურთის განვითარება გვინდა,“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა

„მომავლის 11-ის“ პრეზენტაციის გარდა რიგით 28-ე ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი წლის შემაჯამებელი მოხსენებით წარსდგა, რომლის საშუალებითაც ლევან კობიაშვილმა საზოგადოებას განხორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა თავის სიტყვაში მასობრივი ფეხბურთისა და ბავშვთა ფეხბურთის, ინფრასტრუქტურის, საფეხბურთო განათლების, სფფ-ის სოციალური პასუხისმგებლობისა და სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

28-ე კონგრესზე საქართველოს გამორჩეული ფეხბურთელები საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაჯილდოვდნენ. 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონობიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სიმბოლურად, საჩუქრად 40 000 ლარი გადაეცათ. 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ფეხბურთში ერთადერთმა ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გელა კეტაშვილმა სპეციალური პრიზი მიიღო..

ზემო აღნიშნულ საკითხებთან ერთად ყრილობაზე სფფ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებები და 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. ასევე დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.

სასტუმრო ჰუალინგში გამართულ ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას საფეხბურთო სფეროს, ბიზნეს სექტორის, სპორტის სამყაროსა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ყრილობაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მსოფლიო ფეხბურთისა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Gff.Ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ბაიერნი” გერმანიის თასის მფლობელია, ლევანდოვსკიმ ნოიერის პასით გაიტანა (ვიდეო

გერმანიის თასის ფინალურ მატჩში მიუნხენის “ბაიერნმა” ლევერკუზენის “ბაიერი” ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ბავარიელთა თავდამსხმელმა რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ზესტაფონს” 12 ახალწვეული და ჯაბა დვალი ჰყავს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი ხასიათის პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საწვრთნელი პროცესი განაახლა და ახალი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავმა” ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება “სამტრედიასთან” მოიპოვ

ეროვნული ლიგის მე-4 ტურში “თელავმა” “სამტრედია” მიიღო და 3-1 გაიმარჯვა. ანგარიში მე-4 წუთზე ცენტრალურმა მცველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპი კარიერის ბოლო წლებს ითვლის

მერსესაიდული “ლივერპულის” ქარიზმატული თავკაცი, იურგენ კლოპი, გულშემატკივრებისთვის საწყენ განცხადებას აკეთებს. 53 წლის გერმანელი სპეციალისტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დილასა” და “დინამოს” ორხელისუფლებიანობა

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მე-3 შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” მიხეილ მესხზე გორის “დილა” მიიღო და 0-2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარსიალის ბრწყინვალე გოლი “ბორნმუთის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Martial 3-1 #MUNBOU #mufc pic.twitter.com/cWomSiunla — Red Army! (@RedorDead07) July 4, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

სეტიენი გრიზმანზე: “ყველა ვერ ითამაშებს”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიანმა ანტუან გრიზმანის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, სეტიენმა გრიზმანი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედინსონ კავანის იტალიაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი

იტალიური პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია გამცნოთ, რომ ედინსონ კავანის იტალიურ სერია A-ში დაბრუნება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმენიგემ ჰავერცის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

მიუნხენის “ბაიერნის” წარმომადგენელი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, კაი ჰავერცის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობს. “დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” “იუვენტუსს” გრიზმანის ტრანსფერი შესთავაზა

ანტუან გრიზმანს რთული ზაფხული ელის. ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ფრანგი ვარსკვლავის გაყიდვა აქვთ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი გოლი თორნიკე რიჟვაძემ გაიტანა (ვიდეო)

ბათუმის ახალი სტადიონი 99%-ით, თითქმის უკვე სრულად არის დასრულებული და სტადიონი აჭარის მთავრობამ მოინახულა. “აჭარის […]...
წაკითხვა