მომდევნო სპარინგი მლადა ბოლესლავთან

თარიღი: თებერვალი 2, 2014

თურქეთში მოსამზადებელ ეტაპზე მყოფი დინამოელები 3 თებერვალს მორიგ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ. ჩვენი გუნდი ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის (გამბრინუს ლიგის) წარმომადგენელს, მლადა ბოლესლავს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი აღნიშნული თამაშის პირდაპირ ვიდეო-რეპორტაჟს გეგმავს.

ჩვენი მეტოქე – მლადა ბოლესლავი

საფეხბურთო კლუბი მლადა ბოლესლავიამავე სახელწოდების ქალაქს წარმოადგენს, რომელიც პრაღიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. 1902 წელს შეიქმნა. არსებობის მანძილზე გუნდმა რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება.მლადა ბოლესლავის ტრადიციული საკლუბო სიმბოლიკა ლურჯ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. ჩეხეთის ჩემპიონატში 16 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 26 ქულით გუნდი ამჟამად მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

მლადა ბოლესლავი 2006-ში ჩეხეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალს დაეუფლა, მომავალ სეზონში ბრინჯაოს, ტიტულის მოპოვება კი 2010/11 წლების სეზონში შეძლო. გუნდი ჩეხეთის თასის გათამაშების ფინალურ მატჩში სიგმა ოლუმუცს დაუპირისპირდა და მეტოქეს ფრედ 1:1 დასრულებული 120 წუთის შემდეგ პენალტების სერიაში 4:3 აჯობა. გუნდმა ორჯერ ითამაშა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ანთალიაში ჩამოსვლამდე მლადა ბოლესლავმა სამშობლოში ოთხი საკონტროლი მატჩი ჩაატარა, საიდანაც გუნდმა 3 შეხვედრა მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. 10 ინვარს მლადამ პარდუბიცე მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა, 18 იანვარს ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ასეთივე ანგარიშით სძლია პრიბრამს. 24 იანვარს მლადა ბოლესლავი გრადეცს დაუპირისპირდა, შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა, საფინალო ანგარიში საყაიმო – 3:3. უკანასკნელი თამაში მლადამ 29 იანვარს ჩაატარა და მოსტი დამაჯერებელი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა.

მლადა ბოლესლავი 2013/2014 წლების სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით შეკრებას თურქულ ანთალიაში გაივლის. ჩეხური კლუბი ანთალიაში 1 თებერვლიდან იმყოფება. გუნდი პირველ საკონტროლო მატჩს 3 თებერვალსდინამოს წინააღმდეგ გამართავს, 6 თებერვალს ჩეხები რუმინულ პანდურის დაუპირისპიდებიან, ხოლო უკანაკნელ სპარინგს 9 თებერვალს უნგრული პეშის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

FCDinamo.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რონალდუმ ჰეთთრიკების რაოდენობით მესისთან სხვაობა გაზარდა

პორტუგალიის ეროვნული გუნდის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმირ ვაისი: “ვეცდებით, შეტევაში მეტი ხარისხი ვაჩვენოთ. გოლი უნდა გავიტანოთ”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაშია: “შევეცდებით, რომ შვეიცარიელებს საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კაკაბაძე: “ვეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი შედეგით დავასრულოთ”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატის საგზური ოთხმა ნაკრემა მოიპოვა

14 ნოემბერს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი ოთხი ქვეყნის ვინაობა გახდა ცნობილი. A ჯგუფში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სტერლინგის რეაქცია, როცა ჯო გომესი მოედანზე შემოვიდა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა მონტენეგრო 7:0 გაანადგურა. შეხვედრის 70-ე წუთზე გარეთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუს მესამე გოლი ლიეტუვას კარში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, პორტუგალიასა და ლიეტუვას შორის მიმდინარე მატჩის 65-ე წუთზე კრიშტიანო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ლიეტუვას ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ლიეტუვისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 22-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მოიქცნენ თურქები ისლანდიის ჰიმნის დროს (ვიდეო)

14 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თურქეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ისლანდია მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” იბრაჰიმოვიჩის შეცვლა კავანით სურს

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” ხელმძღვანელობა გუნდიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ ახალი თავდამსხმელის ძიებაშია. სპორტული ჟურნალისტი ჯანლუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარიო მანჯუკიჩი “მანჩესტერ იუნაიტედში” მიდის

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედში...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანჩოს “ბორუსიას” დატოვება სურს, “ლივერპული” საქმის კურსშია

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავ ჯეიდონ სანჩოს გერმანიის საზღვრების დატოვება სურს. მისი გადაბირების მსურველთა სიას კი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დევიდ ბექჰემის “ინტერის” მომდევნო სამიზნე ლუკა მოდრიჩია

მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, შესაძლოა, “ინტერ მაიამის” ფეხბურთელი გახდეს. შეგახსენებთ, რომ ამერიკული...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდი: “ტელეფონის მაღვიძარის მელოდიაზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მაქვს შერჩეული

“სალსბურგის” 19 წლის თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა მორიგი სახალისო კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ ყოველ დილას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ახლა დაუბრუნდით ბეისბოლის ყურებას” – იბრაჰიმოვიჩმა “ლოს ანჯელეს გ

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ლოს ანჯელეს გალაქსი” ოფიციალურად დატოვა. შვედმა თავდამსხმელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. [&hell...
წაკითხვა