“მომწიფებული” დეულოფეუ მზადაა, საკუთარი ადგილისთვის იბრძოლოს
მერსესაიდული “ევერტონის” ნახევარმცველი, ჯერარდ დეულოფეუ თვლის, რომ ახალ სეზონს ის უფრო გაზრდილი შეხვდა და საკუთარი ადგილისთვის ბოლომდე აპირებს ბრძოლას.
“დიახ, ახლა უფრო მომწიფებული ვარ. ჩემი თამაშის სტილი სრულიად შეიცვალა. ყოველდღიურ ვარჯიშებს უფრო გაგებით ვეკიდები, როგორც პროფესიონალი.
რაც შეეხება გუნდის ამჟამინდელ ფორმას, ვთვლი, რომ საკმაოდ კარგად ვასპარეზობთ. რაც მთავარია, ჩვენის საქმის კეთებით დიდ სიამოვნებას ვიღებთ. პრემიერ ლიგა საკმაოდ გრძელი ტურნირია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
ახლა მთლიანად ჩემს თავზე ვარ კონცენტრირებული. ვიცი, რომ უფრო რეგულარულად უნდა ვითამაშო, რაც წარმატებების მისაღწევად აუცილებელი პირობაა.” – განაცხადა ესპანელმა.