მონაკო ფალკაოს 55 მილიონად ყიდის
“მონაკოს” და კოლუმბიის ნაკრების ფორვარდის რადამელ ფალკაოს ყიდვას “მანჩესტერ სიტის” და “არსენალს” 55 მილიონ გირვანქად შესთავაზეს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ოლივიე ჟირუს ტრავმის გამო “არსენალი” ფორვარდს სასწრაფოდ ეძებს. “ლესტერ სიტისთან” მატჩის დროს გულშემატკივრები ვენგერს წინა ხაზის გაძლიერებისკენ მოუწოდებნენ. შეხვედრის შემდეგ თავად ვენგერმაც აღნიშნა, რომ კვალიფიციური ფორვარდში “მეთოფეები” ნებისმიერ თანხას გადაიხდიან.
იმ შემთხვევაში თუ ფალკაოს “მანჩესტერ სიტი” შეიძენს კლუბს ფინანსური ფეარ-პლეის დაცვასთან შეექმნება პრობლემები. ამიტომ, სატრასნფერო ბაზარზე გასვლამდე ქალაქელებს ჯერ რამდენიმე მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ. კერძოდ კი, საუბრობენ, რომ “სიტი” მზად არის ალვარო ნეგრედს, მიკა რიჩარდს, მატია ნასტასიჩს და სკოტ სინკლერს შეელიოს. მანჩესტერში ფალკაოს იჯარასაც განიხილავენ.