“მონაკო” საფრანგეთის ჩემპიონია! (ვიდეო)

თარიღი: მაისი 18, 2017

17 მაისს საფრანგეთის ლიგა 1-ის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს “მონაკო” და “სენტ-ეტიენი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი მონაკოელების უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახნსა მეცხრამეტე წუთზე კილიან მბაპემ მოახერხა. რადამელ ფალკაო ასისტენტის როლში მოგვევლინა.

მეორე ნახევარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. შეხვედრის მესამე დამატებით წუთზე ვალერ ჟერმენმა თომას ლემარის პასით გაიტანა და საბოლოო ანგარიში – 2-0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით “მონაკოს” 92 ქულა დაუგროვდა, “პსჟ”-ს ექვსი ქულით გაასწრო და შესაბამისად, საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!

 

მსგავსი სიახლეები