მონაკომ ბერბატოვი დაიმატა

თარიღი: თებერვალი 1, 2014

“მონაკოს” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურე ბერბატოვის ტრანსფერი ფრანგულ კლუბში. 33 წლის ბულგარელი “მონაკოში” იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს

აღსანიშნავია, რომ ბერბატოვს “ფულემთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და “მონაკოს” შეეძლება თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფორვარდის უსასყიდლოდ გადაბირება.

ბერბატოვმა ამ სეზონზე პრემიერ ლიგაში, “ფულემის” მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები