“მონაკომ” გადადებული მატჩის ნაცვლად ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)
როგორც მოგეხსენებათ, დორტმუნდში, “ბორუსიას” ავტობუსთან მომხდარი აფეთქებების გამო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მონაკოსთან” გასამართი შეხვედრა გადაიდო. სტუმრებმა “სიგნალ იდუნა პარკზე” მატჩის ნაცვლად ვარჯიში გამართეს.
“ბორუსიას” ავტობუსთან სამი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გუნდი ბაზიდან სტადიონისკენ გადაადგილებას იწყებდა. აფეთქების შედეგად ხელი დაიშავა გერმანული გუნდის მცველმა მარკ ბარტრამ, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ესპანელი ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს და ახლა სახლში იმყოფება. მცირეოდენ დაზიანდა კლუბის ავტობუსიც.
“ბორუსიასა” და “მონაკოს” შორის შეხვედრა 12 აპრილს, თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
Séance à huis-clos pour les Rouge et Blanc ! #BVBASM pic.twitter.com/cz5NB7zO8b
— AS MONACO ?? (@AS_Monaco) 11 April 2017