მონხილი ადასტურებს: “დინამოში” ესპანური დესანტი ბრუნდება
თბილისის “დინამოში” ესპანური დესანტის დაბრუნება კიდევ უფრო რეალური ხდება.
“დინამო” 2019 წლის საჩემპიონო სეზონის მთავარ შემოქმედებს, ჩისკო მუნიოსსა და ცენტრალურ მცველ ვიქტორ მონხილს დაუკავშირდა.
მონხილმა Fanebi.com-თან დაადასტურა, რომ “დინამოსთან” მოლაპარაკებას აწარმოებს, “რათა სახლში დაბრუნება შეძლოს”.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩისკოც თანახმაა კლუბი ხელმეორედ ჩაიბაროს და კონტრაქტის დეტალებს არკვევს.
ჩისკო სეზონის დაწყების წინ, ოფიციალური ინფორმაციით, ლიცენზირების არჰქონის გამო გაათავისუფლეს, ხოლო, მონხილი წასვლის შემდეგ ინდოეთის ჩემპიონი გახდა.
თბილისური კლუბი ალბანურ “ტირანასთან” 0-2 მარცხის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დატოვა. ავსტრიულ “ვოლფსბერგერში” ითამაშებს ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილიც.