მონტელა: “მილანით” ვამაყობ”
იტალიის სერია A-ს მერვე ტურის ცენტრალური მატჩის “ჯუზეპე მეაცაზე” შედგა, სადაც “ინტერმა” მაურო იკარდის ჰეთთრიკის წყალობით თანაქალაქელი “მილანი” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ “როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ თქვა, რომ მისი გუნდის თამაში მოეწონა.
“დამბროზიო ძალიან ჭკვიანი ბიჭი გამოდგა. 90-ე წუთზე ასეთი შემთხვევის გამო დამარცხება ძალიან საწყენია და იმედია, მომავალში მსგავსი რამ აღარ დაგვემართება.
მეორე ტაიმში დიდებული ფეხბურთი ვაჩვენეთ. “მილანმა” მთელი სულით ითამაშა. სწორედ ასეთი ფეხბურთი მომწონს და ვამაყობ ჩემი გუნდით. სამწუხაროა, რომ ქულები ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ სწორი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვიტოვებს. მე ვამბობ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და მუშაობას ვაგრძელებ.
“ინტერი” ჩვენზე მეტად დაუნდობელი იყო, მაგრამ მე ჩემს ფეხბურთელებს მოვუწოდებ, რომ მომავალში ამავე სულისკვეთებით გააგრძელონ თამაში და თუ ასე ვითამაშებთ, ჩვენ აღარ დავმარცხდებით.
რაღაც მომენტში შეგვეძლო, რომ ხასიათი გამოგვევლინა და თამაშის მიმდინარეობა შეგვეცვალა. რთულია თამაში, როდესაც გუნდში ამდენი ახალწვეულია. მით უფრო მაშინ მძიმდება ვითარება, როდესაც სავარჯიშოდ საჭირო დრო არ გაქვს. პირველ ტაიმში უკეთესი შედეგის ჩვენება შეგვეძლო, მაგრამ შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გვიმართლებდა.
მჯერა, რომ გათამაშების საუკეთესო ოთხეულში დასრულება სავსებით შესაძლებელია”, – ციტირებს მონტელას სიტყვებს Football Italia.