მონტელა: “მსაჯები ხანდახან ჩვენ სასარგებლოდაც ცდებიან”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “სასუოლოსთან” გამართული შეხვედრა შეაჯამა, რომელიც მისმა გუნდმა კარლოს ბაკას მიერ გატანილი პენალტის წყალობით გამარჯვებით დაასრულა (1:0).
“დღეს მსაჯმა ბევრი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის ჩვენ სასარგებლოდაც. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ ვერ იქნება.
თამაშით კმაყოფილი არ ვარ, რადგან რთული და დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. მეტოქის მარცხზე ვწუხვარ, ვინაიდან “სასუოლოსთან” ოქტომბერში გამართულ მატჩშიც რაღაც მსგავსი მოხდა, მაგრამ მსაჯები ჩვენ სასარგებლოდ ერთეულ შეხვედრებში ცდებიან”, – ციტირებს მონტელას სიტყვებს “სქაი იტალია”.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში კარლოს ბაკას პენალტის შესრულების მომენტში ფეხი დაუცდა და ბურთს ორჯერ შეეხო, რაც წესის დარღვევაა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა გოლი ჩათვალა.