მონტელას “ფიორენტინაში” დარჩენა სურს
“ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა, ფლორენციული კლუბიდან წასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, იტალიური პრესაში გავრცელებული ხმების თანახმად, მონტელას გადაბირება “მილანს” სურს, რომელიც დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფილიპო ინძაგის გაათავისუფლებს. მეტიც, იტალიაში საუბრობენ, რომ “მილანმა” მონტელას ოფიციალური წინადადებაც კი გაუკეთა და ხელფასის სახით წელიწადში 2 მილიონი ევროც შესთავაზა.
თუმცა, La Repubblica ცნობით, 40 წლის სპეციალისტმა “ფიორენტინას” პრეზიდენტთან, ანდრეა დელა ვალესთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ კლუბიდან წასვლა არ სურს.