მონტოია ”ბარსას” იანვარში დატოვებს
მარტინ მონტოია “ბარსელონას” იანვარში დატოვებს. ინფორმაციას ფეხბურთელის აგენტი ავრცელებს. ესპანელი ფეხბურთელი ვეღარ ხვდება გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. გასულ წელს მონტოიამ 19 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 23 წლის მცველით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
”ასი პროცენტით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მარტინ მონტოია კლუბს იანვარში დატოვებს. შემოთავაზებები არის. ახლა ჩვენ ვფიქრობთ, თუ რომელი გუნდია ფეხბურთელისთვის იდეალური. მონტოიას შეძენა სურთ გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ კლუბებს,” – განაცხადა მარტინ მონტოიას აგენტმა.