მორატა: “ატლეტიკოში” თამაში ყოველთვის მინდოდა”
მადრიდის “ატლეტიკოს” ახალწვეულმა, ალვარო მორატამ განაცხადა, რომ მას ამ კლუბში თამაში ყოველთვის უნდოდა.
როგორც იცით, 26 წლის თავდამსხმელი “ჩელსის” საკუთრებაა და ის მადრიდულ კლუბში იჯარით გადავიდა. მორატამ პროფესიონალური კარიერა მადრიდის “რეალში” დაიწყო, თუმცა რამდენიმე წელი “ატლეტიკოს” აკადემიაშიც გაატარა.
“ეს ჩემს კარიერაში ოცნების ახდენაა. როცა პატარა ვიყავი, “ატლეტიკოს” ლეგენდებს ვუყურებდი. ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან ამ კლუბში თამაში ყოველთვის მინდოდა. მე ვიცი, რას ნიშნავს “ატლეტიკო” და ამ კლუბის სახელი. ისიც ვიცი, თუ რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად. ბევრ თანაგუნდელს უკვე ვიცნობ და ბრძოლისათვის მზად ვარ”, – ციტირებს მორატას სიტყვებს “მარკა”.
Con la ilusión de un niño… 🔴⚪️🔴 #AupaAtleti pic.twitter.com/pgfDDkl6Sj
— Álvaro Morata (@AlvaroMorata) January 28, 2019