მორატა: “ჩელსიში” მივიღე ის, რაც მინდოდა”
ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა ლიდერმა, ალვარო მორატამ პრესასთან “რეალის” დატოვების მთავარ მიზეზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ის თავს ბედნიერად გრძნობ.
“მთავარი მიზეზი, რის გამოც “რეალი” დავტოვე, არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად კარგად, ან ცუდად ვთამაშობდი, ჩემთვის რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღება შეუძლებელი იყო.
მაგალითისთვის, ბოლო სამ მატჩში არც თუ ისე კარგად გამოვიყურებოდი, მაგრამ მოედანზე ვიყავი – ეს კი ის არის, რაც მე მჭირდება. “რეალი” მხოლოდ ამ მიზეზის გამო დავტოვე, მე მხოლოდ თამაში მინოდა, სხვა არაფერი.
“ჩელსიში” ის მივიღე, რაც მჭირდებოდა,” – აცხადებს მორატა, რომლის ანგარიშზეც პრემიერ ლიგის 10 მატჩში გატანილი 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.