მორატა: “რეალს” ვენატრები? სასიამოვნოა ამის მოსმენა, თუმცა არ მინდა ასე იყოს”
მადრიდის “რეალს” საქმე კარგად არ მისდის. “ბლანკოსი” ძალიან ბევრ მომენტს ქმნის, თუმცა გატანა უჭირს. სწორედ ამიტომ, ხშირად ამბობენ, რომ ესპანელებს ალვარო მორატა ლონდონის “ჩელსიში” არ უნდა გაეშვათ და რომ მათ ეს თავდამსხმელი ენატრებათ.
აღნიშნულის შესახებ თავად მორატამ ისაუბრა.
“არ ვიცი, “რეალს” ვენატრები, თუ არა, მაგრამ კარგია, რომ ხალხი ამ ყველაფერს აბობს. თუმცა, არ მსურს, გუნდში ჩემი საჭიროება იყოს. მინდა, მადრიდულმა გრანდმა წარმატებულად იასპარეზოს. დარწმუნებული ვარ, კრიშტიანუ რონალდუ გოლების გატანას დაიწყებს. ალბათ, ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გამო დაღლილია.”
მორატამ, ასევე, ლა ლიგა და პრემიერ ლიგა შეადარა.
“ტექნიკურად, ესპანეთის ჩემპიონატი აღემატება ინგლისისას. თუმცა, პრემიერ ლიგაში ფიზიკურობა ძალიან მაღალ დონეზეა. გასახდელი ოთახები პატარაა. ჩვენი ოთახი კი, საერთოდ ხისაა. ფული, სახლი და ის რომ მდომოდა, რასაც შეჩვეული ვიყავი, სახლში დავრჩებოდი. თუმცა, აქ ყველა თამაშში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მაქვს. ბევრს ვვარჯიშობ და განვითარებას ვცდილობ,” – აცხადებს მორატა.