მორატა: “თუ განვითარება მინდოდა, ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა!”
ალვარო მორატა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელია. ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ უკვე “არისტოკრატმა” ესპანურ მედიასთან ისაუბრა.
“ძალიან ბედნიერი ვარ! ხვალ უკვე იმ კლუბში ვიქნები, რომელიც ძალიან მიყვარს. უკვე ვესაუბრე კონტეს. ჩვენ სასიამოვნო დიალოგი გვქონდა. იმედგაცრუებული არ ვარ. მე ხომ “რეალში” ოთხი ტიტული მოვიგე. თუმცა, სიტუაციამ მიჩვენა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ყელაზე სწორი იყო. უკვე “ჩელსის” ფეხბურთელად ვგრძნობ თავს, რაც ძალიან მახარებს.”
“მადრიდში დაბრუნება? ამაზე არ ვფიქრობ. მინდოდა, რომ, როგორც ფეხბურთელი, გავზრდილიყავი და მიტომ შევიცვალე კლუბი. ეს სურვილი რომ არ მქონოდა, “რეალში” დავრჩებოდი. მადლობა ჩემს უკვე ყოფილ მწვრთნელს, რომელმაც ეს იღბლიანი სეზონი მაჩუქა – ორი დიდი ტიტული მოვიგე!”
“უღრმეს მადლობას ვუხდი ყველა მადრიდისტას. ისინი მე მამხნევებდნენ და მუდამ გვერდში მედგნენ!” – განაცხადა მორატამ.