მორატას რეაქცია, როცა ის ანტონიო კონტემ “ბარნლისთან” მატჩში შეცვალა (ვიდეო)

თარიღი: აპრილი 20, 2018

19 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში ლონდონის “ჩელსიმ” სტუმრად “ბარნლი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

სტუმართა თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ შეხვედრაში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ანტონიო კონტემ ესპანელი თავდამსხმელი 71-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ედენ აზარი ჩართო. მოედნიდან გასვლის შემდეგ მორატა გაბრაზებული იყო, რაც კამერებმაც დააფიქსირეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, “ჩელსის” შემტევმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბოდიში მოიხადა.

“მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. მომავალი შეხვედრისათვის ეს მოგება გვჭირდებოდა. მინდა, ჩემი რეაქციის გამო ბოდიში მოვიხადო. მომენტების გამოუყენლობის გამო, საკუთარ თავზე გაბრაზებული ვიყავი”, – წერს მორატა Twitter-ში.

მსგავსი სიახლეები