მორატას შესაძლოა, ერთ თვეზე მეტი გაუცდეს
დიდი დარტყმა ლონდონის “ჩელსისათვის” – ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ალვარო მორატას მიერ “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში მიღებული დაზიანება უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
როგორც ცნობილი ხდება, ესპანელ თავდამსხმელს მყესები აქვს დაზიანებული, რის გამოც შესაძლოა, რომ ერთ თვეზე მეტი გაუცდეს, რაც ანტონიო კონტეს ნამდვილად დიდ პრობლემებს შეუქმნის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანელ შემტევს ჩემპიონთა ლიგაზე, “რომასთან” გასამართი ორივე მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის შვიდ მატჩში მორატამ ექვსი გოლის გატანა შეძლო და “არისტოკრატთა” ლიდერის ფუნქციებიც საკმაოდ კარგად შეითავსა.