მორენო: “ისე მოვკვდები, რომ ვერ გავიგებ, რით დავიმსახურე ამდენი კრიტიკა”
“ვილიარეალის” მცველმა, ალბერტო მორენომ, 2016 წლის ევროპა ლიგის ფინალში “სევილიასთან” განცდილი მარცხის (1-3) შემდეგ მიღებული კრიტიკის შესახებ ისაუბრა.
“ისე მოვკვდები, რომ ვერ გავიგებ, თუ რით დავიმსახურე ამდენი კრიტიკა. მართალია, რომ პირველი გოლის მომენტში ბურთი ფეხებს შორის გამიტარეს, მაგრამ მე ხომ მცველი ვარ. ფეხბურთელები სერხიო რამოსსაც, მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ მცველს, ატყუებენ. რატომ არ შეიძლება იგივე მეც დამემართოს?
მთელმა გუნდმა ჩააგდო ის თამაში, თუმცა თითს მაინც ჩემკენ იშვერდნენ. არ ვთვლი, რომ ეს სწორია. ხალხი მხოლოდ მე მაბრალებდა, თითქოს მე წამეგოს ფინალი. ძალიან რთული იყო ამის გადატანა, ამ ფიქრებს თავიდან ვერ ვიშორებდი.
ფურცლებზე, სოციალურ მედიაში ყველგან მე მადანაშაულებდნენ – “ალბერტო, ალბერტო, ალბერტო”. სოციალურ მედიას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ მაინც მტკივნეული იყო,” – აცხადებს მორენო.