მორენომ შოუს მალე გამოჯანმრთელება უსურვა

თარიღი: სექტემბერი 16, 2015

“პსვ ეინდჰოვენის” მცველი ექტორ მორენო “მანჩესტერ იუანაიტედის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ლუკ შოუს ტრავმას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და პსვ-ს შორის გამართულ მატჩში შოუმ ფეხი მორენოსთან ორთაბრძოლისას მოიტეხა.

“პირველ რიგში, მინდა, გამოჯანმრთელება გისურვო. ასეთ სიტუაციაში მეც ვყოფილვარ და ვიცი, როგორ ტკივილს განიცდი ახლა. იმედი მაქვს, მოედანს მალე დაუბრუნდები”, – წერს მორენო სოციალურ ქსელ Twitter-ში.

მსგავსი სიახლეები