მორიგი დღე უმედლოდ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისათვის ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი საშეჯიბრო დღე წარუმატებლად დასრულდა.
24 სექტემბერს, ქართველთაგან ტატამიზე პირველი ბექა ღვინიაშვილი ვიხილეთ. ღვინიაშვილმა პირველივე შეხვედრაში მარცხი განიცადა – ბექა გერმანელ ტრიპელთა იპონით დამარცხდა.
ამის შემდეგ, ტატამიზე უშანგი მარგიანი გამოჩნდა, რომელმაც მეორე რაუნდში ჩინელი ბუ იპონით დაამარცხა. მესამე რაუნდში მარგიანი მეტოქე ბერძენი ცელიდისი იყო. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე ვაზარით დაამარცხა და მეოთხე რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მის წინააღმდეგ იაპონელი ნაგასავა წარსდგა.
მარგიანი-ნაგასავას შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. საქმე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც მარგიანმა მესამე გაფრთხილება მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.
25 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს.