მორიგი კრახი: “რეალი” შინ “ჟირონასთან” დამარცხდა (ვიდეო)
ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ კედლებში “ჟირონა” მიიღო, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამეფო თასიდან გამოაგდო (ანგარიში ორი მატჩის ჯამში – 7:3). შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად მადრიდელები ფლობდნენ უპირატესობას და რამდენიმე კარგი საგოლე მომენტიც შექმნეს. ანგარიშიც სწორედ “თეთრებმა” გახსნეს – შეხვედრის 24-ე წუთზე კაზემირო ტონი კროოსის უზუსტეს გადაცემას გამოეხმაურა და ბრწყინვალედაც შეასრულა დარტყმა.
მეორე ტაიმი კი “ჟირონასი” გამოდგა, მადრიდელებს არაფერი გამოსდიოდათ, სტუმრებს კი ყველაფერი. 65-ე წუთზე სტუანიმ ანგარიშის გათანაბრება შეძლო თერთმეტმეტრიანიდან, პორტუმ კი 75-ე წუთზე წინ გაიყვანა თავისი გუნდი.
შეხვედრის მიწურულს სერხიო რამოსმა კიდევ ერთხელ დააღალატა თავისი გუნდი და წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც “რეალს” კაპიტანი “ლევანტესთან” გასამართ საგარეო შეხვედრაში დააკლდება.