მორიგი სკანდალი ქართულ სპორტულ სამყაროში

თარიღი: იანვარი 14, 2014

14 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა – ლევან ყიფიანმა, მოადგილე თამაზ თევზაძესთან, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესთან, ოლიმპიური გუნდის მთავარ ექიმ – ზურაბ კახაბრიშვილთან და ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე პალიკო კასრაძესთან ერთად, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციის თემა ქართველი მოჭიდავეების – გიორგი ედიშერაშვილის (55 კგ) და ლევან არაბულის (120 კგ) დოპინგზე ჩავარდნა იყო.

სპორტსმენებმა ინტერნეტით გამოწერილი პრეპარატები თვითნებურად მიიღეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილს, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრს, ევროპის 2012 წლის ვიცე-ჩემპიონ ლევან არაბულს სინჯები შარშან მოსკოვში 8-10 ნოემბერს გამართულ „ევროპის ერთა თასზე” აუღეს. დოპინგ-ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ორივე მოჭიდავე ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ როგორც სამინისტრო, ასევე ყველა სპორტული ორგანიზაცია მკაცრ რეაგირებას მოახდენს აღნიშნულ ფაქტზე, გატარდება კონკრეტული სანქციები, ასევე შეიქმნება სამთავრობო უწყებათაშორისო კომისია. რომელიც სამომავლოდ პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.

პრესკონფერენციაზე ოლიმპიური გუნდის ექიმმა – ზურაბ კახაბრიშვილმა წარმოადგინა ძიუდოისტთა და მოჭიდავეთა ეროვნული და სხვადასახვა ასაკობრივი ნაკრებების წევრთა ხელმოწერები, რომლებიც ადასტურებენ მათი მხრიდან დოპინგის მოხმარებისგან თავშეკავებას. აღნიშნულ სიას და ხელმოწერებს სამომავლოდ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტიდან.

მხარეთა შეთანხმებით გადაწყდა, რომ – 

1) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან ორივე სპორტსმენს შეუწყდება დაფინანსება  და მოეხსნებათ ხელფასები.

2) სამინისტრო  არ დააფინანსებს იმ სპორტულ ფედერაციებს,  რომლებსაც არ ექნებათ გაფორმებული ხელშეკრულებები ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოსთან.

3) სამინისტროს ინიციატივით, ჯანდაცვისა და შსს სამინისტროსთან ერთად შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის მსგავს ფაქტებს და დასახავს პრობლემების გადაჭრის გზებს.

4) საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია გამოიძიებს ამ კონკრეტულ შემთხვევას, გასცემს მკაცრ გაფრთხილებებას და მიიღებს ყველანაირ ზომას სამომავლოდ მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად. ასევე უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოსთან.

5) ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტო მოითხოვს სპორტული ფედერაციებისგან გამოყონ კონკრეტული პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ანტიდოპინგურ საქმიანობაზე. სააგენტო ასევე გააგრძელებს კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რუსმა ძალოსანმა ტურნირზე ორივე ფეხი ერთად მოიტეხა (ვიდეო)

რუსეთში, ერთ-ერთ ტურნირზე, ძალოსანმა ალეკსანდრ სედიხმა 400 კილოგრამით ჩაჯდომის გაკეთება სცადა, თუმცა მისი მცდელობა ფატალურად […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დოდსონი – დვალიშვილი (აწონვები)

იხილეთ ვიდეო DODSON vs DVALISHVILI! #UFC252 is live TOMORROW on @espn+ PPV pic.twitter.com/SQ3MvT6Tt4 — danawhite […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ბაშო გამარჯვებით დაასრულა (ვიდეო)

XV დღე, კოტოშოჰო – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 10-5 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა (ვიდეო)

მე-14 დღე ტოჩინოშინი – ჰოკუტოფუჯი ტოჩინოშინის ბალანსი: 9-5 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ჩიომარუ დაამარცხა (ვიდეო)

ივლისის ბაშო, მე-13 დღე ჩიომარუ – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო 大相撲七月場所 十三日目 幕内栃ノ心 勝越し pic.twitter.com/IsqzuMQ3IG — ZEAL […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მათ მითხრეს, რომ ბრძოლის შემდეგ დამელაპარაკებოდნენ” – დოლიძე იბრაგიმოვი

რომან დოლიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარი ოფიციალური გვერდის საშუალებით გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. როგორც იცით, ქართველმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ივლისის ბაშოზე (ვიდეო)

შოჰოძანი – ტოჩინოშინი ივლისის ბაშო, XII დღე იხილეთ ვიდეო July 2020 – Day 12 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება ივლისის ბაშოზე (ვიდეო)

ივლისის ბაშო, IX დღე იშიურა – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო July 2020 – Day 9 – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რას ფიქრობ, სერხიო?” – მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში რამოსს მიმართა (ვიდე

ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელ Instagram-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ ის ფეხბურთს თამაშობს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დევიდ ბექჰემმა ხაბიბ ნურმაგომედოვი გაამხნევა (ფოტო)

UFC-ის ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში ამ ამბავთან დაკავშირებით პირველი [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჯოკოვიჩის ბაბუა კრიტიკაზე: “ნოვაკი სერბია, ნადალსა და ფედერერს აღიზიანებს”

მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, კრიტიკისგან ბაბუამ დაიცვა. შეგახსენებთ, რომ სერბმა ფეხბურთელმა ხორვატიაში ტურნირი გამართა, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იბრაგიმოვი: “სპორტიდან მივდივარ! არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო”

UFC-ის მებრძოლმა, ხადის იბრაგიმოვმა რომან დოლიძესთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი პოსტი გამოაქვეყნა. დაღესტნური წარმოშობის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: როცა ხადის იბრაგიმოვი ჩემკენ წამოიწია, ვუთხარი…

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ განაცხადა, რომ ჩხუბამდე, ის ხადის იბრაგიმოვს სასტუმროში რამდენჯერმე შეხვდა, მათ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ეწევა – ეს თამბაქო არ არის

UFC-ის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ ატარებს დროს ოქტაგონიდან წასვლის […]...
წაკითხვა