მორიგი სკანდალი – ქობულეთში უმაღლესი ლიგის მატჩი არეულობის გამო ჩაიშალა
დღეს, უმაღლესი ლიგის მეათე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა, თუმცა ოთხიდან მხოლოდ სამის დასრულება გახდა შესაძლებელი.
ქობულეთში, ადგილობრივმა “შუქურამ” გორის “დილას” მასპინძლობდა. შეხვედრის 50-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა, ლევან კვარაცხელიამ, სტუმართა კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რამაც გორიდან ჩასული გულშემატკივრების პროტესტი გამოიწვია. “დილას” ფანები მოედანზე გადავიდნენ, რის შემდეგაც მთავარმა არბიტრმა მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვა.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა სამტრედიაში, სადაც ადგილობრივ კლუბს გათამაშების ერთ-ერთი გამოკვეთილი აუტსაიდერი, “ზუგდიდი” ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ბესიკ შეროზიას მორიგი ზუგდიდური დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა.
ლაჩხუთში “გურიამ” ბათუმის “დინამო” მიიღო და კობა შალამბერიძის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა. ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა რუსთავში, სადაც “მეტალურგმა” მინიმალური სხვაობით ფოთის “კოლხეთს” სძლია.
სამტრედია 0-1 ზუგდიდი
გოლი: წურწუმია 56′
გურია 1-0 დინამო ბათუმი
გოლი: შალამბერიძე 33′
მეტალურგი 1-0 კოლხეთი
გოლი: ცნობილაძე 16′
შუქურა – დილა
შეწყდა