“მოსკოვი მთლიანად გადაიწვა!” – უკრაინელი ძალოსანი გამარჯვების შემდეგ
მოსკოვში გამართულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, -109 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი დმიტრო ჩუმაკი გახდა. უკრაინელმა ძალოსნმა აკვრაში 226 კგ დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი 407 კგ ასწია და ყველა კონკურენტს აჯობა.
გამარჯვების შემდეგ, ჩუმაკმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ცეცხლში გახვეული კრემლი ჩანს. მან ფოტოს ცნობილი რუსული მუსიკალური ჯგუფის ლენინგრადის ტექსტი დაურთო: “გუშინ მშვენიერი სიზმარი ვნახე, მოსკოვი მთლიანად გადაიწყვა. ხანძარი იყო წითელ მოედანზე.”
მოგვიანებით, დმიტრო ჩუმაკს მისი პოსტის შესახებ კომენტარის გაკეთება სთოხვეს, მან კი თქვა, რომ კრემლის დაცინვა სურდა: “ეს არ იყო მოწოდება იმისაკენ, რომ მოსკოვში ხანძარი გაეჩინათ. ფაქტი ის არის, რომ რუსებმა ომის შესახებ არაფერი იციან. არ მაინტერესებს რუსების აზრი.”
30 წლის უკრაინელი სპორტსმენი ევროპის სამგზის ჩემპიონია.