მოსკოვის “დინამომ” ლუკა გაგნიძე წარადგინა
ლუკა გაგნიძე ამიერიდან მოსკოვის “დინამოს” ღირსებას დაიცავს. მოსკოვურმა კლუბმა თბილისის “დინამოს” 18 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 1.5 მილიონი ევრო გადაუხადა.
გაგნიძემ მოსკოვის “დინამოსთან” ხუჭლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდეგაც ის გულშემატკივრებს წარუდგინეს.
“რუსეთს კარგი ჩემპიონატი აქვს. თბილისის “დინამოში” საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამომივლენია. ის ფაქტი, რომ ასეთ ასაკში მოსკოვის “დინამო” ჩემით დაინტერესდა, ვფიქრობ, ეს პროგრესისა და სწრაფად ზრდის საშუალებას მომცემს. როგორც კი მოსკოვიდან შემოთავაზება მივიღე, მაშინვე ყველა შესაძლო ინფორმაციის მოგროვება დავიწყე. აქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მწვრთნელებს კი მათთის ნდობის გამოცხადების არ ეშინიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ შანსი მეც მომეცემა”, – განაცხადა გაგნიძემ.
თბილისის “დინამოს” სურს, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონი იჯარით სწორედ მათ რიგებში ჩაამთავროს და ახლა ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.