მოსკოვის “ლოკომოტივმა” ნეიმარის შეძენაზე უარი თქვა
მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლაი ნაუმოვი აცხადებს, რომ წლების წინ კლუბმა ნეიმარი იმ მიზეზით არ შეიძინა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო ეძვირათ.
ნეიმარმა მოსკოვური კლუბის ყურადღება 2008 წელს მიიქცია, როცა ის 16 წლის იყო და “სანტოსის” აკადემიაში ირიცხებოდა. “ლოკომოტივმა” ნეიმარის ნაცვლად აქცენტი თავის აღზრდილ ალან გატაგოვზე გააკეთა, რომელიც ახლა ესტონეთის ჩემპიონატში ასპარეზობს.
“ვფიქრობდით, ღირდა თუ არა ნეიმარის შეძენა. ჩვენი სკაუტები მას აკვირდებოდნენ, მისი ყიდვა გვსურდა. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ის ძალიან ახალგაზრდა იყო და ძნელად სათქმელია, შეძლებდა თუ არა რუსეთთან ადაპტაციას. სკაუტებმა მისი დამატება გვირჩიეს, მაგრამ “სანტოსი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვდა, ჩვენ კი რისკს მოვერიდეთ.
ალბათ, გესმით, სხვა კონტინენტიდან ამ ფასად მოთამაშის წამოყვანა რისკებთანაა დაკავშირებული, ამ დროს ძალიან ყურადღებით უნდა იყო. საბოლოოდ, ნეიმარი არ შეგვიძენია, თუმცა ვერც იმას ვამჩნევდი, რომ ის სხვებზე გამორჩეული იყო. ალან გატაგოვიც კარგად თამაშობდა”, – ციტირებს ნაუმოვის სიტყვებს “მარკა”.