მოჭადრაკეთა საკლუბო ჩემპიონატი სამეგრელომ მოიგო
ურეკში დასრულდა საქართველოს 2015 წლის საკლუბო ჩემპიონატი. ასპარეზობის დასკვნითი ტური საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
მინიმალური ანგარიშით, პირველი დამარცხება იწვნია მთელი ჩემპიონატის მანძილზე უცვლელმა ლიდერმა სამეგრელომ, რომელმაც ქვემო ქართლის რუსთავთან წააგო. თუმცა. მეგრელთა გუნდის წინა ტურებში დაგროვილი ქულები საკმარისი აღმოჩნდა ჩემპიონობისათვის. რუსთავი მეორე ადგილით დაკმაყოფილდა.
დიდი ანგარიშით 4,5 : 1,5 დამარცხეს მეტოქეები თბილისმა და ქუთაისმა. დედაქალაქელებმა კახეთს სძლიეს, რიონისპირელებმა _ ნონას. ორივე გუნდმა ერთნაირი ქულები დააგროვა, მაგრამ უკეთესი მაჩვენებლით მესამე ადგილი ქუთათურებს ერგოთ.
ორი აუტსაიდერის შეხვედრაში მასპინძლებმა იმარჯვეს გურულებმა რაჭველები 4:2 დაამარცხეს.
საბოლოო მდგომარეობა:
1.სამეგრელო – 12 (29) ქულა;
2.რუსთავი – 12 (28) ქულა;
3.ქუთაისი – 8 (25,5) ქულა;
4.თბილისი – 8 (25) ქულა;
5.ნონა – 8 (22) ქულა;
6.კახეთი – 4 (20) ქულა;
7.გურია – 4 (11) ქულა;
8.ამბროლაური – 0 (6) ქულა;