მოთამაშე ბუღალტერი, რომელმაც რენჯ-როვერი მოიგო და 150 ათასი ლარი გაათამაშა

თარიღი: აპრილი 15, 2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე დღის განმავლობაში კითხავდა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბუღალტერს, ლეილა წკრიალაშვილს.

დღეს დილით სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლეილა წკრიალაშვილის დაკავების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სულ მითვისებულია და ონლაინტოტალიზატორში გადაირიცხა 143 985 ლარი.

“ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს “თიბისი ბანკში” და სს “ლიბერთი ბანკში” გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ გამორიცხავენ, რომ მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

როგორ გავიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბუღალტრის კვალზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს შემოწმება მოულოდნელად დაიწყო. საქმე ისაა, რომ გორის მერიასაც ჰყავს შიდა აუდიტის სამსახური და მერიას დაქვემდებარებულ აიპ-ებს ის ამოწმებს, თუმცა ამ საქმეში პირდაპირ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაერთო და ბიუჯეტისთვის მიყენებული, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ზარალი აღმოაჩინა. დიდი ოდენობით თანხის დაკარგვის შესახებ, აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აცნობა, დაიწყო გადარიცხვების და ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა. დაკითხვაზე დაიბარეს ფინანსური მენეჯერი. გამოძიების პროცესში დაახლოებით 145 ათასი ლარის ტრანზაქცია აღმოაჩინეს. ბუღალტერი ჯერ პირად ანგარიშზე ირიცხავდა საბიუჯეტო თანხას, შემდეგ კი იქიდან აზარტული თამაშების ინტერნეტანგარიშებზე ათავსებდა.

გამოძიებისთვის უკვე ცნობილია იმ ინტერნეტტოტალიზატორის შესახებ, სადაც გორის საბიუჯეტო თანხა შედიოდა. რადიო თავისუფლებას გორის მერიაში დასაქმებული ერთ-ერთი წყარო ეუბნება, რომ ბიუჯეტის ფინანსების მითვისებისა და ბუღალტრის საქმის კვალზე, გამოძიება გიორგი ქვათაძემ გაიყვანა. ქვათაძე რამდენიმე თვის განმავლობაში კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. მისი სახელი უკავშირდება ე.წ. ბიტკოინის საქმეს. ის ამ დრომდე დაკავებული არ არის და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

კრიპტომაინერების საქმე

გიორგი ქვათაძე რამდენიმე წლის განმავლობაში კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ბოლო თვეებში კი ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. მან კულტურის ცენტრის სარდაფში მაინერების ფერმა მოაწყო და ამ ფერმისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი ბიუჯეტიდან იფარებოდა. თვეში დაახლოებით 6 ათასი ლარი იყო ხარჯი. 3 თებერვალს სუს-მა მაინერები გორის კულტურის ცენტრიდან ამოიღო, დაიწყო გამოძიება. ქვათაძემ აღიარა, რომ მაინერები მას ეკუთვნოდა. იგი არ დაუკავებიათ. სხვა დეტალები უსაფრთხოების სამსახურს არ გაუხმაურებია. წყაროს ცნობით, სწორედ ამ გამოძიების პროცესში, ქვათაძემ სამართალდამცავები უფრო დიდი თანხის მითვისება-გაფლანგვის კვალზე გაიყვანა. ამჟამად გიორგი ქვათაძე დუმილს ინარჩუნებს. მხოლოდ ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემას უთხრა, რომ ყველაფერს გამოძიების დასრულების შემდეგ იტყვის.

აიპ-ის თანამშრომლები და ხელმძღვანელებიც მედიის წარმომადგენლების კითხვებს გაურბიან და ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და მხოლოდ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადევნებენ თვალყურს.

სამი დღის წინ, ფინანსურმა მენეჯერმა ლეილა წკრიალაშვილმა აიპ-ში განცხადება დისტანციურად გაგზავნა და სამსახურიდან წასვლა მოითხოვა. ამ დროს უკვე „მოდულის“ შენობაში დაკითხვებზე დადიოდა. ის პარალელურად ტრანსპორტის სააგენტოს ბუღალტრადაც მუშაობდა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჯირკველიშვილმა წკრიალაშვილის განცხადება ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო და მისი თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სწრაფად დააკმაყოფილა. ჯირკველიშვილმა განაცხადა, რომ ბუღალტრის გარეშე სამსახურის პარალიზება მოხდებოდა და გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მიეღო.

მოგებული „რეინჯ როვერის“ ნაცვლად ფული
2021 წელს ლეილა წკრიალაშვილს, ტელევიზიიდან, ერთ-ერთი ტოტალიზატორის გათამაშებიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მის მიერ ონლაინტოტალიზატორში ჩარიცხული თანხების შესაბამისად, დოლურაში განთავსებული ბილეთებიდან ერთ-ერთი ამოვიდა და ამ გათამაშებიდან მან ახალი „რეინჯ როვერის“ მანქანა მოიგო. სატელევიზიო გადაცემის დროს, ტელეფონში გახარებული წკრიალაშვილის ხმა ისმის და ის მადლობას ეუბნება წამყვანებს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბუღალტერმა მანქანის წამოყვანაზე უარი თქვა და მის ნაცვლად თანხა მოითხოვა. მანქანის ღირებულებაზე ბევრად ნაკლები, 98 ათასი ლარი მიიღო ამისთვის.

კულტურისა და ტურიზმის განვითარების აიპ-ის ყოფილი თანამშრომლები, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ სამსახურიდან, წელიწადში ორჯერ, მათი სურვილის წინააღმდეგ შვებულებით უშვებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ასე იყო საჭირო, რადგან თანხა აღარ იყო საკმარისი. ეს ხდებოდა ივნისისა და დეკემბრის თვეებში. ყოფილი თანამშრომლები ფიქრობენ, რომ იძულებითი შვებულება, სწორედ ამ ფინანსური სქემის ნაწილი იყო.

წყარო: რადიო თავისუფლება  



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძე: “მე UFC-ის ჩემპიონი გავხდები!”

ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელ ტვიტერში მოკლე პოსტი დაწერა. “მე UFC-ის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება!

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენა დაიწყო. იმისათვის, რომ ლაშა ტალახაძე კიდევ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
სხვადასხვა

დრეიკმა გეიჯის გამარჯვებაზე დიდი თანხა დადო, მაგრამ კვლავ წააგო

ცნობილი რეპერი დრეიკი აგრძელებს წარუმატებელი ფსონები განთავსებას. ამჯერად, დრეიკმა UFC-ის საჩემპიონო ბრძოლაში გეიჯი – ოლივეირას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჭარბწონიანი ამერიკელი, რომელიც ქართველ მებრძოლს დაუპირისპირდა (ვიდეო)

2007 წელს, შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი თენგიზ თედორაძე ამერიკელ ჭარბწონიან ერიკ ეშს დაუპირისპირდა. ლონდონში გამართულ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლით?

29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. ევროპის პირველობაზე საქართველოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მინი მაიკ ტაისონს ციხიდან უშვებენ” – რა ინფორმაცია ვრცელდება ხურციძის შ

როგორც პორტალი Gangsterismout წერს, 43 წლის ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ციხიდან ვადაზე ადრე ათავისუფლებენ და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძე: “ერთ-ერთმა ქვეყანამ 10 მილიონი დოლარი შემომთავაზა”

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში იმ შემოთავაზებებზე ისაუბრა, რომელიც მას სხვა ქვეყნებიდან [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

პირისპირ – ლაშა ბექაური ილია თოფურიასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო)

UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში თანაგუნდელებთან ერთად ჩამოვიდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ილია და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სად დაიკარგა და რატომ აღარ ჩანს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური?

ლაშა ბექაური ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებისთვის მთავარი მოქმედი პირი იყო, თუმცა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“აი, ეს არის საქართველოსა და ესპანეთის სახელოვანი ვაჟკაცი” – ილია თოფური

ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა და აეროპორტში მისი დახვედრის, ფანებთან და ოჯახთან შეხვედრის კადრები დადო. ასევე, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს კაცი” – სტერლინგმა ამერიკაში ინტერვიუს დროს

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ ქამარი დაიცვა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიამარჯვა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ამან მართლა დაიჯერა, რომ ხაჭაპურსა და მაწონს გავუგზავნი” – მერაბ დვალიშ

ალჯამაინ სტერლინმა საჩემპიონო ბრძოლაში რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა. ალჯამაინის გუნდში მნიშვნელოვანი ადგილი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მე სვანი ვარ, სტერლიანი!” – ალჯამეინ სტერლინგი პიოტრ იანთან გამარჯვების

9 აპრილს (საქართველოს დროით 10 აპრილს), ალჯამეინ სტერლინგმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარი დაიცვა, მან რუსი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილის ემოცია, როცა სტერლინგმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა (ვიდეო)

10 აპრილს, UFC 273-ზე ერთმანეთს მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი ალჯამეინ სტერლინგი და რუსი პიოტრ იანი დაუპირისპირდნენ. […]...
წაკითხვა