მოტივაციის ნაკლებობა თუ დაუსჯელობის სინდრომი?

თარიღი: მარტი 19, 2014

დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი. გუნდები ექვსეულებად დაიყვნენ და ბრძოლას ახლა უკვე კონკრეტული მიზნებისთვის გააგრძელებენ. თუმცა, უმაღლესის უკანასკნელმა ტურებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ფეხბურთი კვლავ ძალიან დიდი პრობლემების წინაშეა და რაც ყველაზე სამწუხაროა, აღნიშნული პრობლემა პირველ რიგში ფეხბურთში დასაქმებული ხალხისგან მოდის.

უკანასკნელ ტურებში დაფიქსირებულმა რამდენიმე შედეგმა გარკვეული ეჭვები გააჩინა საზოგადოებაში, რაც ბუნებრივიც არის. უბრალოდ გაკვირვებას იწვევს, როდესაც საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი გუნდი კარშიც კი ვერ ახერხებს ხეირიანად დარტყმას, როდესაც ზოგ შეხვედრებში გოლები ძალიან კურიოზულად გადის ან როდესაც უეცრად ტოტალიზატორების პროგრამიდან კონკრეტული მატჩი უბრალოდ ქრება…

ბევრი იმასაც ამბობს, რომ მთავარი ჭირი სწორედ საბუკმეიკერო კანტორებია, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იღებენ ფსონებს საქართველოს ნებისმიერი ლიგის მატჩებზე. მაგრამ, მოდით შევთანმხდეთ, რომ სურვილის შემთხვევაში, თამაშის ჩაწყობა მათ გარეშეც თავისფლად შეიძლება. რაც მთავარია, პროფესიონალ ფეხბურთელს ამის სურვილი არც უნდა გაუჩნდეს.

მთავარია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისაჯოს ის ხალხი, ვინც ამ უმსგავსობას აკეთებს და თამაშზე მოსულ ხალხს უბრალოდ დასცინის. დასცინის იმ მცირერიცხოვან გულშემატკივარს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მაინც მოდის არც თუ ისე მაღალი დონის ფეხბურთის სანახავად.

მაგრამ, მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების დასჯა, რომ არ უშველის ამ პრობლემას ესეც ფაქტია. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ 5 ფეხბურთელი სწორედ თამაშების ჩაწყობის გამო მოკვეთეს ფეხბურთიდან, მაგრამ საერთო სიტუაცია ამით არ შეცვლილა.

იქნებ მოტივაციაშია საქმე? უკვე ამ ეტაპზე უმაღლესში რამდენიმე უმოტივაციო კლუბია დარჩენილი, რომლებიც სეზონს მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაამთავრებენ. მაგრამ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს “მოვალეობის მოხდა” სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვით არ იქნება წარმართული… ასეთი გუნდების არსებობა კი, ჩემპიონატის სისტემის მორიგი მინუსია, თუმცა ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც ძალიან შორს წაგვიყვანს. ეროვნული ჩემპიონატის დაარსების დღიდან ხომ ვერ მოიძებნა ის ოპტიმალური ფორმატი, რომელიც კარგად მოერგებოდა ქართულ რეალობას.

ფაქტია, რომ პრობლემა ჩვენშია და ის ჩვენივე გადასაწყვეტია. დამნაშავის დასჯა და მოტივაციის სპორტსმენისთვის საკადრისი ფინანსური ანაზღაურებით გაზრდა აუცილებელია, მაგრამ მთავარია მენტალურად და აზროვნებით მივხვდეთ, რომ ასე შორს ვერ გავფრინდებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეშველება…



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა