მოურინიო: „მე და ვან გაალი დიდებული მწვრთნელები ვართ“

თარიღი: ივლისი 20, 2014

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ლონდონის „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გაიმართება. „პენსიონერებს“ ჟოზე მოურინიო თავკაცობს, „წითელ ეშმაკებს“ კი ლუი ვან გაალის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, ვინაიდან სამი წლის განმავლობაში „ბარსელონაში“ ერთად მუშაობდნენ.

მოურინიო მოუთმენლად ელის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ დაპირისპირებას და ვან გაალთან შეხვედრას.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჰოლანდიელი სპეციალისტის შესახებ საკმაოდ გულთბილად ისაუბრა.

„არ ვღელავ იმის გამო, რომ ვან გაალი ინგლისში იმუშავებს. მოუთმენლად ველოდები „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩს. არ ვნერვიულობთ.

ცოტა ხნის წინათ ვან გაალის პრესკონფერენციას ვუცქირე. აი, ეს იყო ნამდვილი ვან გაალი – სამართლიანი და გახსნილი. ის ყოველთვის ასეთი გახლდათ. ლუი შესანიშნავი მწვრთნელია, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ზედგამოჭრილი თავკაცია~, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს „დეილი მეილი“.

კითხვაზე, მოურინიო უკეთესია თუ ვან გაალი, პორტუგალიელი ასე პასუხობს:

„მეც და ისიც დიდებული მწვრთნელები ვართ. ჩვენ ამ პროფესიისთვის ვართ დაბადებულნი. ლუი ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელია. მას ახლა კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს. ვან გაალი მიღებულ გამოცდილებას აანალიზებს და სულ უფრო ვითარდება.

გარდა ამისა, ის ჩემი მეგობარიც გახლავთ, მუდმივი მეგობარი. მე მას დიდ პატივს ვცემ“, – აღნიშნა მოურინიომ.

„ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის დამდეგი მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოურინიოს სახალისო კომენტარი თავისივე განცხადებაზე (ვიდეო)

ლონდონის “ტოტენჰემის” ახალ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადება გაახსენეს. მაშინ პორტუგალიელი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიოში

მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიომ “ტოტენჰემთან” კონტრაქტი გააფორმა, ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების სიაში მეორე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისის სარაგბო ნაკრების მწვრთნელი “არსენალში” მუშაობაზე ფიქრობს

ინგლისის სარაგბო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ედი ჯოუნსი, სპორტის სახეობის შეცვლაზე ფიქრობს. ესპანელი ტაქტიკოსი თავის თავს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეშფორდი: “ოთხეულში ყოფნა “მანჩესტერ იუნაიტედს” არ დააკმაყოფილებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელი ვარსკვლავი, მარკუს რეშფორდი, მიიჩნევს, რომ მხოლოდ ოთხეულში შესვლა “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების წევრი ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მოთამაშეთა ასეულში

უეფამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა. საუკეთესო ასეულში საქართველოს ნაკრების ერთადერთი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემი” მოურინიოს ზამთრის ტრანსფერებისთვის ფულს არ გამოუყოფს

ბრიტანული პრესის თანახმად, “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ხელმძრვანელობა იანვრის სატრანსფერო პერიოდისთვის გუნდის ახალ მთავარ მწვრტნელ ჟოზე მოურინიოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიომ “ტოტენჰემის” პირველი სატრანსფერო მიზანი დაასახელა

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლონდონური გუნდის პირველი სატრანსფერო მიზანი დაასახელა. პორტუგალიელ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედინ ჯეკო, შესაძლოა, ზამთარში პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “რომას” თავდამსხმელი, ედინ ჯეკო, დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგაში გააგრძელებს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება ჟოზე მოურინიოს ანაზღაურება “ტოტენჰემში”?

20 ნოემბერს ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოცდილი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო დაინიშნა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა კლუბთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინმა პოჩეტინოს გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა

19 ნოემბერს ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლებით ბევრისთვის მოულოდნე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელია!

ლონდონის “ტოტენჰემს” ამიერიდან ჟოზე მოურინიო გაწვრთნის. კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა დღეს მთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელგიის ნაკრები ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდია

ბელგიის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდია. “წითელ ეშმაკებს” სამშაბათამდე აქტივში [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ტოტენჰემმა” მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა

ლონდონის “ტოტენჰემმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრც...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპი: “ყველაზე მეტად “სევილიას” სტადიონზე თამაში არ მიყვარს̶

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტადიონი, რომელზეც ყველაზე მეტად არ უყვარს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიტუაცია გამოუვალია – პოჩეტინო დენიელ ლევის შეხვდა

“ტოტენჰემში” არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით კლუბის დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ერთმანეთს შეხვდნენ. The Telegraph-ის ცნობით, [&h...
წაკითხვა