მოურინიო: “ახლა მანემ და სალაჰმა იციან, თუ ვინ არის ტანგანგა!”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, “ლივერპულთან” მინიმალური ანგარიშით განცდილი მარცხის (0-1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა გუნდის ახალგაზრდა მცველ ჯაფეტ ტანგანგაზე ისაუბრა.
“ყველაზე ნაკლებად დღევანდელი შეხვედრის შემდეგ სატრანსფერო ბაზარსა და სასურველ ფეხბურთელებზე საუბარია. ვფიქრობ, პატივი უნდა ვცეთ ამ ბიჭებს, რომლებმაც ბრწყინვალე პერფრომანსი შემოგვთავაზეს.
რატომ არ უნდა ითქვას, რომ ტანგანგა ახალი ფეხბურთელია? მას არასოდეს უთამაშია პრემიერ ლიგაში. დღეს მოედანზე გავიდა და დაამტკიცა, რომ ღირსეულად შეუძლია “სპურსის” მაისურის ტარება.
სამწუხაროა ის თავდამსხმელი, ან ნახევარმცველი რომ არაა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ჩემი აზრით, მანემ და სალაჰმა მანამ არ იცოდნენ, მაგრამ ახლა იციან, თუ ვინ არის ტანგანგა!” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.