მოურინიო: „ანგარიშით 5:0 გამარჯვება მინდოდა“

თარიღი: აპრილი 23, 2014

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართული პირველი მატჩი საყაიმო ანგარიშით 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უგოლო ფრე მისი გუნდისთვის საუკეთესო ანგარიში არ ყოფილა.

„მე, რა თქმა უნდა, ანგარიშით 5:0 გამარჯვება და ფინალში გასვლა მინდოდა, მაგრამ მესმის, რომ „ატლეტიკოს“ სტადიონზე არწაგებაც რთული საქმეა. ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენთვის უგოლო ფრე დიდებული შედეგია, თუმცა განმეორებითი შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართება.

გარი კეჰილმა დიდი სამუშაო გასწია. დავიდ ლუისმა თამაში ნახევარდაცვაში დაიწყო და მისთვის ადვილი არ ყოფილა ცენტრალურ დაცვაში გადანაცვლება. ეშლი კოულმა რამდენიმე კვირიანი უქმობის შემდეგ საოცრად ითამაშა. ნანდო ტორესიც შესანიშნავი იყო. თითოეულმა ფეხბურთელმა ძალ-ღონე არ დაზოგა. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ.

გოლი გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. წყვილის ბედს „სტემფორდ ბრიჯზე“ გასამართი მატჩი გადაწყვეტს“, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“, 30 აპრილს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლა ჯონ სტოუნსს გაუბრაზდა (ფოტო)

22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და მეტოქე 5:1 დაამარცხა. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რიო ფერდინანდი: “სტერლინგი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტის” შემტევი რაჰიმ [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპემ ლიონელ მესის რეკორდი დაამხო

22 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენი” სტუმრად “ბრიუგეს” დაუპირისპირდა და მეტოქე 5:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაულო დიბალამ მოსკოვის “ლოკომოტივს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსსა” და მოსკოვის “ლოკომოტივს” შორის მიმდინარე მატჩის 77-ე წუთზე პაულო დიბალამ სტუმართა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარის აცილება “გალათასარაისთან” მატჩში (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “გალათასარაისა” და “რეალს” შორის მიმდინარე მატჩის 64-ე წუთზე ედენ აზარმა ცარიელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჰამედ სალაჰისა და ალესანდრა ამბროსიოს ფოტოებმა ეგვიპტელები გააბრაზა

რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტსივრცეში ჟურნალ GQ-ს გარეკანის ფოტო გავრცელდა. ფოტოზე “ლივერპულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედ ვუდვორდი: “მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგა უნდა მოიგოს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი, ბრიტანულ პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრამ განმარტა, თუ რატომ ამჯობინებს რონალდუს ლიონელ მესის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა და ის მიზეზები დაასახელა, რის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატრის ევრამ კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ Sky Sports-ის ეთერში კარიერის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეინი “ტოტენჰემის” კრიზისზე: “ასეთ რთულ მდგომარეობაში პირველად ვართ̶

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი ლიდერი, ჰარი კეინი, გუნდის ბოლოდროინდელ ჩავარდნებს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ “სპურსმა” ბოლო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად ჯერ კიდევ არ ვართ”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოქსლეიდ-ჩემბერლენი და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

20 ოქტომბერს ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როი კინის რეაქცია, როცა “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” მო

20 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “ლივერპულს” დაუპირისპირდა. მატჩის დაწყების წინ, გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიომ იურგენ კლოპის კომენტარს უპასუხა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის დასრულების შემდეგ მეტოქე...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო სულშერზე: “მეც მინდა სამსახური, სადაც სულ მომავალზე ვილაპარაკებ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, ოლე გუნარ სულშერს წაკბინა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, […]...
წაკითხვა