მოურინიო: „არბელოა ჩემი მეგობარია“
„რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მცველ ალვარო არბელოას სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდული კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არბელოასთან მუშაობის პერიოდში ეს ფეხბურთელი მის მეგობრად ჩამოყალიბდა.
„ალვარო ჩემი მეგობარია. ჩემთვის ის უბრალო მოთმამაშე არ არის. რატომ ხდება ფეხბურთელი მეგობრად? თუ პროფესიის, კლუბისა და თანაგუნდელების მიმართ სიყვარულს ავლენ, მაშინ უბრალო მოთამაშედ ვერ დარჩები.
„რეალის“ ისტორიაში ბევრი დიდებული ფეხბურთელია. არბელოას ასეთად მოხსენიება ძნელია, მაგრამ ის მათ შორისაა, ვინც გულშემატკივრებისთვის, მწვრთნელებისთვის და მეგობრებისთვის ყველაფერი გააკეთა.
არბელოას მხოლოდ მადლობას ვუხდი. ჩემი 16-წლიანი სამწვრთნელო კარიერის ისტორიაში ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელებს შორისაა. ალვარო კარგი ადამიანია“, – ციტირებს მოურინიოს ესპანური „მარკა“.